დახურვა
სტილი
31.08.2021

ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში პირველკურსელებს მიმართავს:

"ამ თემას რომ არ შევეხო, გამორიცხულია. დღეს აბიტურიენტებმა გაიგეს სად მოხვდნენ და ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო, საბედისწერო ეტაპი იწყება… ძვირფასო უკვე სტუდენტებო, გაითვალისწინეთ ჩემი ერთი რჩევა, მთელი გულით არის მოცემული. ისწავლეთ, ისწავლეთ და კიდევ ერთხელ ისწავლეთ. მშობლების ფული შეიძლება დამთავრდეს, თმა შეიძლება შეთხელდეს, გარეგნობა სულ მუდამ არ გაჭრის. მთავარი არის ცოდნა და პიროვნულობა. ლამაზი გოგოები წამში მახინჯდებიან როცა პირს დააღებენ და იქედან სიცარიელის და შტერობის გარდა არაფერი გამოდის. მამაკაცის კუნთები და მნვ-ეს საბურავები წამში იფუშება თუ იმ მამაკაცს არ აქვს ცოდნა!!! მე რომ ჩავაბარე მეგონა ბევრ რაღაცას ისეც მივაღწევდი, ვსაჩკაობდი და ვაბრალებდი ყველაფერს იმას რომ არ მინდოდა იმ ფაკულტეტზე სწავლა. ახლა თავში ხელებს ვირტყამ და იმას ვდარდობ, მთლად რომ მივჩაჩანაკდები და ასეთი ფოტოების დადებაც არ გამოვა, მერე რა ვქნა. ახლა ვსწავლობ, ვცდილობ, ვკითხულობ. არასდროს არის გვიანი, მაგრამ ჯობს ჩემი რჩევა გაითვალისწინოთ და მაგრად ისწავლოთ, გამოგადგებათ!!!!!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×