საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი რჩეული ელენე ეპიტაშვილი მალე გოგონას მშობლები გახდებიან.
საზოგადოების ყურადღება ულამაზესი ელენე ეპიტაშვილის დახვეწილმა და ჰაეროვანმა, თეთრმა კაბამ მიიპყრო.
როგორც „ბომონდი" წერს, კაბის დიზაინი, ქალის ტანსაცმლის კონსტრუქტორ ლალიკო ძამაშვილის შექმნილია.
„საკმაოდ კარგად ვერკვევი კონსტრუქციაში, ქსოვილის ტექნოლოგიურ დამუშავებაში, შემიძლია დიზაინზე მუშაობა... მაგრამ გეტყვით, მეამაყება, რომ ვარ ქალის ტანსაცმლის კონსტრუქტორი.
ელენე ჩემი შვილის ბავშვობის მეგობარია, ჩემს თვალწინ გაზრდილი გოგონა. ველოდებოდი როდის ექნებოდათ ქორწილი, რომ მის კაბაზე მეზრუნა. სანამ ბავშვის სქესის გაგების ცერემონია ჩატარდებოდა წინა დღეს ელენეს მეგობარმა დამირეკა და ამ ღონისძიების შესახებ მომიყვა.
სწორედ მაშინ დავუკავშირდი ელენეს და კაბის შეკერვა შევთავაზე. სრულიად უანგარო ნაბიჯი იყო, რომელიც დიდი სიყვარულით და ამ საერთო სიხარულის ფონზე გადავდგი. მინდოდა, მისთვის ემოციური საჩუქარი გამეკეთებინა. საკუთარ თავთანაც მართალი ვიქნებოდი, რომ პირობა შევასრულე. ამისრულდა ჩემი ჩანაფიქრიც... მეორე დღეს მოვიდა ელენე და დავიწყეთ კაბაზე მუშაობა. როცა კაბა დასრულდა, მისი ცქერა ერთი სიამოვნება იყო", - აღნიშნავს ლალიკო.