დახურვა
სტილი
07.09.2021

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ უკვე ბევრი ვაქცინირებული პაციენტი ეუბნება, რომ ვიღაცები ურჩევენ, ვაქცინის შემდეგ მოერიდოს გარშემომყოფებს.

„უკვე მერამდენე პაციენტი მეუბნება, რომ ვიღაცები ურჩევენ, ვაქცინის შემდეგ მოერიდოს გარშემომყოფებს. თავიდან მეგონა, რომ ეს რჩევა იმით იყო ნაკარნახევი, რომ ვაქცინირებული ადამიანი მაშინვე არ არის დაცული და ინფიცირების რისკი კვლავ აქვს. თუმცა ბოლოს გავარკვიე, რომ ზოგს სჯერა, ვაქცინირებული ადამიანი შეიძლება საშიში იყოს გარშემომყოფებისთვის, ანუ თვითონ დაიწყოს ვირუსის გამოყოფა.

ზოგჯერ ეს ადამიანები იკეთებენ PCR-ს და როცა შედეგი დადებითია, ჰგონიათ, რომ ეს სწორედ ვაქცინის გამოა. სინამდვილეში ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ინფიცირდა კორონავირუსით. ამ შემთხვევაში ვაქცინა PCR-ის დადებით შედეგს, ცხადია, ვერ გამოიწვევს,“- წერს მაია ბუწაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×