დახურვა
სტილი
10.09.2021

მომღერალ თამთა ჭელიძის ცხოვრებაში სპეციალისტების დახმარებით მძიმე, ხანგრძლივი, დეპრესიული ეტაპი დასრულდა და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამაში პანდემიამ შეუწყო ხელი. ბოლო ერთმა წელმა მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა - მივიდა ექიმთან და დაამარცხა ყველაზე რთული რამ, რასთან ბრძოლასაც წლები შეალია.

მსახიობ ჯაბა კილაძესთან განქორწინების შემდეგ თამთა ნელ-ნელა ეფლობოდა დეპრესიის მორევში, ამან კი თავისი უარყოფითი კვალი დატოვა როგორც მის კარიერაზე, ასევე პირად ცხოვრებაზეც.

თამთა რთულ ცხოვრებისეულ პერიოდზე „სარკესთან" საუბრობს:

"ველოდებოდი იმ დღეს, როცა დავძლევდი რთულ პერიოდს. ცხოვრებაში მქონდა დეპრესიული პერიოდი, რომელთან ბრძოლაც ძალიან მიჭირდა. ბოლოს მივხვდი, პროფესიონალთა უნდა მივსულიყავი და ახლა ცნობილი ექიმი მეხმარება, რომ საბოლოოდ გავიმარჯვო ამ დეპრესიასთან ბრძოლაში.

ალბათ 15 წელი გრძელდებოდა. მეგონა, თვითონ ვუშველიდი თავს, მრცხვენოდა ექიმთან მისვლა, მაგრამ სანამ ეს ნაბიჯი არ გადავდგი, ვერაფერი მოვუხერხე. საკუთარი თავი დაკარგული მყავდა.

დღეს რომ ვაანალიზებ, ამის დასაბამი იყო ჩემი ოჯახის დანგრევა. ეს ჩემთვის დიდი დარტყმა და დიდი იმედგაცრუება იყო. ორსულობა და მშობიარობა მქონდა ურთულესი, რასაც მოჰყვა პოსტსამშობიარო დეპრესია. ყველაფერი ერთმანეთს მიჰყვა.

შვილს ჩემგან არასოდეს გაუგია ცუდი არც ჯაბაზე და არც მის ოჯახზე. სიგიჟემდე უყვარს მამა და ბაბუა-ბებია. ვეცადეთ, ჩვენი განშორებით დიდი ტრავმა არ მიეღო".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×