
გარდაიცვალა პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის მეუღლე, რევაზ ლაღიძის შვილიშვილი ირინა კლდიაშვილი. როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში ის მძიმე სენს ებრძოდა და სტამბულში გარდაიცვალა.
"ეს რა ცუდი ამბავი მოგვივიდა სტამბულიდან, ღმერთო ჩემო. ვერ ვიჯერებ. სულ მქონდა იმედი, ჩემო ლამაზო და ტკბილო ირინა. ეს არ უნდა მომხდარიყო", - წერს გარდაცვლილის ნათესავი ანა ლაღიძე.
"ჩემო უკარგესო, ულამაზესო და უკეთილესო გოგო. შენთან გატარებული ყველა წუთი მოსწავლეობიდან მოყოლებული ერთად მუშაობამდე გაგრძელებული ბედნიერება იყო. დღეს მეტს ვერაფერს გეტყვი...
p.s. შენი ბოლოს მოწერილი წერილი ვნახე ახლა - გპირდებით, რომ ძალიან მალე ყველაფერი ისე იქნება საქართველოში, როგორც შენ გინდოდა“, - წერს ოჯახის მეგობარი ვასო გაბუნია.