
14 დეკემბერს, აშშ-ში ნინო ბაშარულმა კონცერტი გამართა. მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამის გამო, ბულინგის მსხვერპლი გახდა. მან დეტალურად ახსნა, მიუხედავად საქართველოში შექმნილი მდგომარეობისა, რატომ არ თქვა უარი კონცერტზე.
"14 დეკემბერს, მანჰეტენზე, მერკინ ჰოლში, ერთი წლით ადრე დაგეგმილ კონცერტზე ვიმღერე. შეგნებულად არ ვთქვი უარი პირველ რიგში იმიტომ, რომ 6 წლის უნახავი დედა მენახა!
მეორე ის, რომ არასოდეს გავაკეთებ იმას, რასაც მიმითითებს ვინმე! მით უფრო სიძულვილით! მესამე მიზეზი, იმ შესაძლებლობას, რომ სიმღერასთან ერთად მერკინ ჰოლის ლეგენდარული სცენა ტრიბუნადაც გამომეყენებინა, ხელიდან არ გავუშვებდი კლავიატურის რწყილების გამო!
კიდევ ერთხელ ვციტირებ რაც იქ ვთქვი, ჯამაათნო! “მე ყოველთვის შვილების მხარეს ვიდგები, იმ ახალგაზრდების, რომლებიც დგანან რუსთაველის პროსპექტზე! მათ სურთ ისეთი სახელმწიფო, სადაც მთავარი ღირებულება არის ადამიანი… ქართველი ერი ყველაზე მეომარი ერია, რომელიც უამრავი მტრით გარშემორტყმული მოვიდა აქამდე თავისი დამწერლობით, ენით, სარწმუნოებით, ტრადიციებით და ეს მოსვლა ერთობამ განაპირობა!
კმარა აგრესია და სიძულვილი! გაერთიანების დროა! დღეს ახალგაზრდები დგანან ქვეყნის მხარეს, სამშობლოს მხარეს და ყველაფერში გვჯობნიან!“
ხოლო, ის რაც არ ვთქვი დროის არქონის გამო ახლა დავამატებ! ეს ახალგაზრდობა აკეთებს იმას, რაც სურდა რუსთაველს, ილიას და ვაჟას! ისინი კი, ვინც ცდილობთ საზოგადოების უარესად გახლეჩას ნაწილებად, ყველა კახაბერ ყორღანაშვილები ხართ! და თქვენი არასწორი კარგიც!!!
ეიფორიაში მყოფ ადამიანებს, ვინც ბინძურ პირს ისველებთ ჩემ ხსენებაზე, რომ ნაცი ვარ, მინდა შემოგითვალოთ კეთილი სურვილები ამ ბარბარობა დღესაო. მარად ჩემზე გესაუბროთ და მარად თქვენი სიზმრების მთავარი პერსონაჟი ვყოფილიყავი! ჩემი კონცერტის ირგვლივ ჩასაფრება და წიწინი გულთან ერთი წამითაც არ მიმიტანია ახლოს, იცით რატომ? რადგან დიდი ხანი ვისიამოვნე ჩრდილში ყოფნით, მაგრამ ახლა ასე სწრაფად და ერთბაშად თქვენი ყურადღების ცენტრში მოქცევა ღვთის წყალობასავით გადმომეფრქვა, მივხვდი დროა", - დაწერა ბაშარულმა.