სტილი
(30.06.2021)

მომღერალმა მარკუს მეტრეველმა გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ თქვა, რომ ის მისტიკური ბუნებით არის დაჯილდოებული, კონკრეტულად კი გარდაცვლილი ადამიანების სულებს ხედავს. მარკუსმა გაიხსენა მსახიობ - ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებისა და დაკრძალვის მომენტი.  

„ბავშვობიდან ვარ განსაკუთრებული, ასაკში კი ეს განცდა გამიმძაფრდა. ვხედავ გარდაცვლილი ადამიანების სულებს. განსაკუთრებით არ მიყვარს პანაშვიდზე სიარული, რადგან ვხედავ გარდაცვლილის სულს და შოკირებული ვარ ხოლმე. ლიკა ქავჟარაძის დასაფლავებაზე, როდესაც ტაძარში ვიყავი, ვხედავდი, რომ ლიკა იდგა ჩემს გვერდით და თავის დასაფლავებას უყურებდა, მშვიდად. მდუმარებაში იყო. მე ძალიან ცუდად გავხდი და შემეშინდა. შემდეგ ჩვენ ყველამ დავტოვეთ ტაძარი, ლიკა კი იქ დარჩა“, - ამბობს მარკუს მეტრეველი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე