სტილი
(24.09.2022)

ბლოგერი გურამ შეროზია სკანდალში ეხვევა - მან მომღერალ მალიბუ ტუღუშთან ერთად, ახალი კლიპი გადაიღო, რომელიც სოციალურ ქსელში მთავარი განხილვის თემა გახდა. აღნიშნული კლიპის შესახებ თავდაპირველად თავადვე დაწერა და საზოგადოებას მისი შეფასება სთხოვა.

როგორც აღმოჩნდა, მუსიკალური ნამუშევარი საზოგადოების დიდმა ნაწილმა უარყოფითად შეაფასა და შეროზიას მისი წაშლა მოუხდა.

ამ დროისთვის კლიპი იუთუბიზე აღარ იძებნება.

როგორც ირკვევა, კლიპი შშმ ადამიანებზეა გადაღებული და არც თუ ისე სწორი კუთხით.

„პოპულარობისთვის შშმ ადამიანებზე ატირა და ცრემლი აღვრევინა თავისნაირ გამოქლიავებულებს."

„სამარცხვინო ადამიანია. დაუნის სინდრომის მქონე მხოლოდ სამი ადამიანია ამ კლიპში და მათ ამოვჭრიო, მევაჭრებოდა. დანარჩენებს, ზოგს ხელის, ზოგს ფეხის დეფექტი აქვს და ისინი რატომ უნდა ამოვჭრაო. დეფექტიო ამბობს ადამიანი და თან ამტკიცებს, რომ შშმ ადამიანებისთვის კარგი გააკეთა ამ კლიპით" , - წერენ კომენტარებში.

უფრო რადიკალური შემფასებელი აღმოჩნდა ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე, რომელმაც სოციალურ ქსელში შემდეგი რამ დაწერა:

„სამყაროს გულწრფელ ბოდიშს ვუხდი, ამ ბიჭის ფოთელობის გამო."

როგორც გურამ შეროზია „დაიჯესტთან" საუბრისას ამბობს მას ერთ-ერთი შშმ პირის დედა დაუკავშირდა, კონკრეტული კადრის ამოღება სთხოვა და კლიპს განაახლებს, იმ კონკრეტული კადრის გარეშე.

შეროზიას თქმით, ის ხშირად იყენებს კლიპში შშმ პირებს და ამით საზოგადოებაში მათი ინტეგრირება სურს.

"გაღიზიანდა მხოლოდ 10-მდე ადამიანი, საზოგადოების 99%-სგან დადებითი გამოხმაურება იყო. კლიპის მთავარი სათქმელი არის ის, რომ საზოგადოებამ უნდა მიგიღოს ისეთი, როგორიც ხარ და საზოგადოებას აქვს ორი არჩევანი - ან მიგიღოს ისეთი, როგორიც ხარ, ან გაგატაროს. ჩემს ყველა კლიპში არიან შშმ პირები, მიზანი კი არის ის, რომ მასობრივად გამოჩდნენ ხალხში და უფრო მარტივი გახდეს მათთან თანაცხოვრება. მე და მალიბუ ვმღერით ჩვენს განსხვავებულ შეხედულებებზე, საზოგადოების სტიგმებზე და მიმღებლობაზე, მსახიობების როლში კი გვყავს ბევრი განსხვავებული ადამიანი, მათ შორის შშმ პირები.

გავაჩერე დროებით, რადგან ერთ-ერთის დედამ, რომელთანაც, რა თქმა უნდა, გადაღებაზე შეთანხმებული ვიყავით, მთხოვა კონკრეტული კადრის ამოღება, ამოვიღე კადრი და ცოტახანში განვაახლებ კლიპს.

რას ეტყოდით საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც „თავს დაგესხნენ" ვურჩევდი დიალოგის რეჟიმს, რადგან აგრესია არასდროს არ არის გამოსავალი, თუ მე შემეშალა რაღაც - უნდა მითხრან და მე გავითვალისწინებ ამ ყველაფერს. დიალოგი ყოველთვის არის გამოსავალი" - ამბობს გურამ შეროზია, "დაიჯესტთან" საუბრისას.

წყარო: "დაიჯესტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე