სტილი
(19.05.2022)

მოდელი და ინფლუენსერი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, ის ხშირად აქვეყნებს ფოტოებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.

ამჯერად, მან ინსტაგრამზე გამომწერებს თავდაჯერებულობასთან დაკავშირებით რჩევები მისცა. „თინეიჯერები ხშირად მწერენ, ხო და ჩემ აზრს შევკრებ და ჩამოგიწერთ, თუ გსურთ უფრო თავდაჯერებული გამოჩნდეთ საუბრისას, ვიდრე ხართ, გოგოსაც ეხება და ბიჭსაც რა თქმა უნდა: 1. არასოდეს იყუროთ ქვემოთ ლაპარაკის დროს, მხოლოდ გვერდებზე. 2. 20%-ით ნელა ისაუბრეთ, ეს უფრო გაგიიოლებთ სათქმელის შინაარსის ბოლომდე გადმოცემის მომენტს.. ნელა და არა გაწელილად.. 3. გაიღიმეთ ზოგჯერ საუბრისას 4. „ასანკა“ გაასწორეთ, მხრები გაშლილი სწორი ზურგი, სკოლიოზის ნიშნები არ გვინდა, „ჯანმრთელი“ ვიზუალი სანდოობას და პატივისცემას იწვევს... 5. უმნიშვნელოვანესია ბუნებრიობა, იყავით თქვენი თავები მხოლოდ, თავისი სიმორცხვით, რიდით, სითამამით თუ სხვა კარგი და დამახასიათებელი თვისებით, ოღონდ წელში გამართული და ყელმოღერებული.... ულამაზესი მაკიაჟისთვის მადლობა“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე