სტილი
(20.05.2022)

ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი საცოლე შარლოტა ელენა სოციალურ ქსელში ხშირად ჩნდებიან ერთად და გამომწერებს რომანტიკულ კადრებსაც უზიარებენ. რამდენიმე თვის წინ შარლოტამ ნიკოლოზის ოჯახის წევრებიც გაიცნო და ქართული ენის სწავლაც დაიწყო, მას შემდეგ კი საქართველოს არაერთხელ ესტუმრა.

ცოტა ხნის წინ შარლოტა საქართველოში მეგობართან ერთად იმყოფებოდა, ახლახან კი ახალი ფოტოები ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად პარიზიდან გამოაქვეყნა.

შარლოტა და ნიკოლოზი საფრანგეთამდე ესპანეთსაც ესტუმრნენ, სადაც „რეალ მადრიდის" სტადიონზე საფეხბურთო მატჩს დაესწრნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე