სტილი
(26.09.2022)

„ტვ პირველის“ შუადღის გადაცემას მოდელი ნეკა დოროყაშვილი სტუმრობდა და სოციალურ ქსელებზე ისაუბრა.

„ტიკ-ტოკი სხვათა შორის, არ მაქვს. მაქვს „ინსტაგრამი“, რომელიც „ტიკ ტოკისგან“ განსხვავდება, ის არის შედარებით მსუბუქი პლატფორმა, აქ შევდივართ იმისთვის, რომ გავერთოთ. მქონდა მცდელობა „ტიკ-ტოკის“ გაკეთების, მაგრამ ვერ მოვიცალე ამისთვის.  „ინსტაგრამი“ დღეს ჩემთვის შემოსავლის წყაროა, ისევე, როგორც ბევრი სხვისთვის. თავიდან უბრალოდ, ჩამოვტვირთე აპლიკაცია, 2013 წელს და ძალიან დიდი ხანი არაფერს ვპოსტავდი. რამდენიმე წელი საერთოდ ვერ ვიყენებდი. მერე გართობის მიზნით ვიყენებდი, შემდეგ კი გახდა შემოსავლის წყარო… ამის მიღმა ძალიან დიდი შრომაა…“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე