სტილი
(02.06.2023)

თაკო ნაცვლიშვილი კვლავ იტალიაში იმყოფება.

თაკო მეუღლესთან, ოთო ხუროძესთან ერთად თაფლობის თვეს არაჩვეულებრივად ატარებს.

ცნობილი მოდელი, სოციალურ ქსელში ახალ-ახალ ფოტოებსა და ვიდეოებს მუდმივად გვიზიარებს.

ამჯერად, თაკომ ქართველი დიზაინერის, დათუნა სულიკაშვილის შექმნილი ატლასის კაბა მოირგო და იპოზიორა.

აღსანიშნავია, რომ თაკო უპირატესობას ქართველ დიზაინერებს ანიჭებს.

მოდელმა საკუთარ ქორწილში, მეორე კაბად სწორედ ქართული ბრენდი მოირგო.

ასევე თაკოს საქორწინო აქსესუარებიც ქართველი დიზაინერების შექმნილი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე