სტილი
(03.08.2024)
ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც ბოლო წლებია ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს, სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მამას დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს და მის ფოტოებს აქვეყნებს.
„გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო ყველაზე კეთილო. ძალიან მიყვარხარ და მენატრები. სულ ჩემს გულში ხარ! ალბათ მანდ უკეთესად აღნიშნავთ, ყველა მანდ ხართ, მაგრამ აქ ძალიან მოწყენილობაა უთქვენოდ. 4 წელია არ მინახიხართ უკვე და ძალიან მენატრებით. ნათელში იყავით შენ და შენი კნოტა... მიყვარხარ!", - წერს ნინი შერმადინი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე