სტილი
(05.08.2024)

თქვენთვის ყოველთვის ბოლომდე, სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ, - ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც მას და ქართველ ძიუდოისტებს გულშემატკივრები დახვდნენ.

"მიყვარხართ გულში. დახვედრა იმაზე ათჯერ მაგარი იყო, ვიდრე ველოდი და დიდი მადლობა ყველას", - აღნიშნა ბექაურმა.

ლაშა ბექაური გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა ორჯერ იზეიმა.

ქართველი ძიუდოისტები პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე