სტილი
(26.08.2024)

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ახალ სეზონში „სტადიო მარადონაზე" გამართული პირველივე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

„ნაპოლიმ" იტალიის ჩემპიონატში „ბოლონიას" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა, რაშიც ქართველმა ფეხბურთელმა გადამწყვეტი როლი ითამაშა - მის მიერ შესრულებული გადაცემით ანგარიში ნეაპოლელთა კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ გახსნა, 75-ე წუთზე კი ხვიჩამ თავადაც გაიტანა.

იტალიის ჩემპიონატის პარტნიორმა ტელეკომპანია DANZ-მა და სხვა წამყვანმა გამოცემებმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კვარაცხელია დაასახელეს.

სპორტულმა პორტალმა, Flashscore-მა საქართველოს ნაკრების ლიდერის თამაში 8,9 ქულით შეაფასა, Sofascore-მა - 9,2 ქულით, ხოლო Whoscored-მა თითქმის იდეალური შეფასება - 9,8 ქულა დაუწერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე