სტილი
(26.08.2024)

მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი და ვახო კან­დე­ლა­კი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მომ­ღერ­ლი­სა და მსა­ხი­ო­ბის რო­მა­ნის შე­სა­ხებ, ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ მა­რი­ამს სა­უ­ბა­რი არ სურ­და. ზო­გა­დად, ბოლო დროს, მა­რი­ა­მი მე­დი­ას­თან პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ლა­პა­რაკს ერი­დე­ბა.

მომ­ღერ­ლი­სა და მსა­ხი­ო­ბის რო­მა­ნის შე­სა­ხებ, ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ მა­რი­ამს სა­უ­ბა­რი არ სურ­და. ზო­გა­დად, ბოლო დროს, მა­რი­ა­მი მე­დი­ას­თან პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ლა­პა­რაკს ერი­დე­ბა.

"ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტო­ზე, სა­დაც წყვი­ლი ერ­თა­დაა, კო­მენ­ტა­რებ­ში ბედ­ნი­ე­რე­ბას უსურ­ვე­ბენ და მა­რი­ამს არ­ჩე­ვანს უწო­ნე­ბენ.

"საყ­ვა­რე­ლი გოგო ხარ, მი­ხა­რია შენი ბედ­ნი­ე­რე­ბა..."

"რო­გორ გა­მი­ხარ­და, იბედ­ნი­ე­რეთ და იმ­რა­ვალ­ჟა­მი­ე­რეთ!"

"რო­გორ მი­ხა­რია! მა­რი­ამ, თქვენ ხართ სა­უ­კე­თე­სო გოგო! იმ­სა­ხუ­რებთ უდი­დეს ბედ­ნი­ე­რე­ბას."

კო­მენ­ტარ­ზე ვახო კან­დე­ლაკს და­ვუ­კავ­შირ­დით. რო­გორც მან გვი­თხრა, ისი­ნი ჯერ არ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლან.

ვახო კან­დე­ლა­კი:

- უბ­რა­ლოდ, ის ფო­ტოა, რო­მე­ლიც მოგ­ვინ­და დაგ­ვე­დო, სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რია.

- გვი­დას­ტუ­რებთ, რომ დიდი ხა­ნია შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ხართ და ერ­თად ხართ.

- ნაკ­ლე­ბად ვა­კე­თებთ ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტარს, უბ­რა­ლოდ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დავ­დეთ ფოტო. პრე­სას და ჟურ­ნა­ლის­ტებს ნაკ­ლე­ბად ვაძ­ლევთ მაგ თე­მა­ზე კო­მენ­ტარს.

- თუმ­ცა ერ­თად ხართ...

- კი, ბა­ტო­ნო

მომ­ღე­რალ მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვილს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ბავ­შვო­ბი­დან იც­ნობს, რო­დე­საც პო­პუ­ლა­რულ დე­დას­თან, თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძეს­თან იდგა სცე­ნა­ზე. ად­რე­ულ ასაკ­ში მსა­ხი­ობ გი­ორ­გი მა­ხა­რა­ძე­ზე და­ო­ჯახ­და, თუმ­ცა წყვი­ლის ქორ­წი­ნე­ბა დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა. მათ სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. წლე­ბის შემ­დეგ გი­ორ­გი მა­ხა­რა­ძე მე­ო­რედ მსა­ხი­ობ მა­რი­ამ ნა­დი­რა­ძე­ზე და­ო­ჯახ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ვახო კან­დე­ლაკს, ის მსა­ხი­ო­ბია და ტე­ლე­წამ­ყვა­ნად წლე­ბია, რაც სხვა­დას­ხვა არხზე მუ­შა­ობს. მას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან 11 წლის ვაჟი ჰყავს, მისი მე­უღ­ლე ჟურ­ნა­ლის­ტი თაკო ასა­თი­ა­ნი გახ­ლდათ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე