სტილი
(28.01.2023)

14 თებერვალი გვიახლოვდება - ვალენტინობის დღე, რომელიც შეყვარებული წყვილების მიერ მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

ასტროლოგიურად, თებერვლის თვე განსაკუთრებული იქნება, რადგან ვენერა, სიყვარულის, სილამაზისა და ჰარმონიის პლანეტა თევზებში გადავა. ზოგიერთ ზოდიაქოს ნიშანს შეუყვარდება, ზოგს ახალი ურთიერთობის დაწყება მოუნდება, ზოგს კი შესაძლოა პირადში არ გაუმართლოს.

პლანეტარული მოძრაობები დიდ გავლენას მოახდენს თითოეულ ზოდიაქოს ნიშანზე.

ვერძი

თებერვლის თვე არაერთგვაროვან შედეგს მოგიტანთ. თავგადასავლების მოყვარული და ენერგიული ხართ, ამიტომ კარგი იქნება, თუ მეწყვილესთან ერთად მოულოდნელ გასეირნებას დაგეგმავთ.

შეიძლება გრძნობებს ვერ გამოხატავდეთ, მაგრამ

სინამდვილეში ღრმა და ვნებიანი სიყვარული შეგიძლიათ. ვალენტინობის კვირაში სულიერი მეგობრის პოვნის შანსი გექნებათ.

კურო

ეს ისანი თავისი სიჯიუტითაა ცნობილი, მაგრამ სინამდვილეში კეთილი გულ აქვს. უყვართ რომანტიკა, ამიტომ თუ თქვენი ვალენტინი ეს ზოდიაქოს ნისანია 14 თებერვალს დიდ სიურპრიზს ელოდეთ. ვალენტინობის კვირა კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ნამდვილი სიყვარულის პოვნას ჰპირდება.

ტყუპები

ტყუპებისთვის ვალენტინობის კვირა განსაკუთრებული იქნება. ეს ნიშანი გრძნობებს კარგად გამოხატავს, ამიტომ თებერვლის თვეში ნამდვილი სიყვარულს პოვნის შანსები იზრდება.

კირჩხიბი

ეს ნიშნები ნამდვილი რომანტიკოსები არიან. მათ სჯერათ ზღაპრული სიყვარულის. თებერვალში მისი ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვლება, არა მარტო პარტნიორთან, არამედ მეგობრებთანაც. წარსულის ყველა გაუგებრობა მოიხსნება და კირჩხიბები ახალ ურთიერთობაში ენთუზიაზმითა და აღფრთოვანებით შეაბიჯებენ.

ლომი

ლომები ერთგულებითა და სიყვარულით გამოირჩევიან, ხოლო ვალენტინობის კვირა მათთვის სიყვარულის გამოხატვის დროა. უყვართ პარტნიორის განებივრება რომანტიკული პაემნებით, ექსკლუზიური ვახშმით ან ექსტრავაგანტური საჩუქრებით და პარტნიორისგან იმავეს მოელიან.

თებერვლის თვეში ფრთხილად უნდა იყვნენ სიყვარულთან დაკავშირებულ საკითხებში - გონივრულად გამოხატეთ თქვენი გრძნობები და დაუთმეთ დრო საყვარელ ადამიანებს. თუ ურთიერთობაში არ ხართ, შესაძლოა შეყვარებულს შეხვდეთ.

ქალწული

ზოდიაქოს ყველზე პრაქტიკული ნიშანი - არ უყვარს რომანტიკა, არც საჩუქრები და ურჩევნია დაიჯეროს, რომ 14 თებერვალი კიდევ ერთი ჩვეულებრივი დღეა. მიუხედავად ამისა თებერვლის თვე მისთვის განსაკუთრებული იქნება - დიდი ალბათობით, ვალენტინობის კვირაში, თქვენს ცხოვრებაში ძველი სიყვარული გამოჩნდება.

სასწორი

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები პერფექციონისტები არიან და თავიანთი გრძნობების იდეალურად გამოხატვა უყვართ. საყვარელი ადამიანის ბედნიერებისთვის ამ დღეს გრანდიოზულ ჟესტებს შეასრულებენ და თავიანთ პარტნიორს დაუვიწყარი გამოცდილება მისცემენ. 14 თებერვალი ამ ზოდიაქოსათვის სიყვარულისა და რომანტიკის თვალსაზრისით იქნება ნამდვილად გამორჩეული იქნება.

მორიელი

სასიყვარულო პოეზია, მუსიკა, გულწრფელი წერილები - სწორედ გამოხატავენ ისინი თავიანთ გრძნობებს ამ კვირაში, თუმცა წინ არაერთი იმედგაცრუება ელოდებათ.

მშვილდოსანი

ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ნამდვილი და ჭეშმარიტი სიყვარულის სჯერათ, მაგრამ დროისა და ენერგიის რომანტიკულ ჟესტებსა და საჩუქრებში დახარჯვა არ სურთ. ვალენტინობის კვირას მშვილდოსნები საყვარელ ადამიანთან ერთად ბედნიერად გაატარებენ.

თხის რქა

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები პრაქტიკულები, რაციონალური და პრაგმატულები არიან. არ სჭირდებათ საჩუქრები და ყვავილები; მათთვის სიყვარული პირადი ემოციაა, რომელიც მხოლოდ საყვარელ ადამიანებს უნდა გაუზიარონ. ვალენტინობის კვირა იღბლიანი იქნება თხის რქის მკვიდრებისთვის, რადგან ისინი ნამდვილ სიყვარულს იპოვიან.

მერწყული

მერწყულები საკუთარ გრძნობებს ღიად არ გამოხატავენ. ისინი ძალიან ჩაკეტილი ადამიანები არიან და რომანტიკას რაციონალურობა ურჩევნიათ. მათთვის სიყვარულის გამოხატვა მხოლოდ ერთი დღით არ შემოიფარგლება. ვარსკვლავები მერწყულს უწინასწარმეტყველებენ, რომ იღბალი მათ მხარს დაიჭერს და ნამდვილი სიყვარულის პოვნის შესაძლებლობაც ექნებათ.

თევზები

ზოდიაქოს ყველაზე გულუხვი ნისანი. სიყვარულს დაუფარავად გამოხატავენ ოჯახის წევრების, ახლობლების და მეგობრების მიმართ. წყლის ყველა ნიშანი ემოციური და გულუხვია, მაგრამ თევზებს მათგან ყველაზე დიდი გული აქვთ. თებერვალი კი პირად ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად ყველაზე ხელსაყრელი თვეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე