სტილი
(01.06.2023)

ივნისი ბევრი ადამიანისათვის თავგადასავლებისა და ბედნიერი დასვენების თვეა. როგორც წესი, სასწავლო პროცესი სრულდება, სამსახურშიც შვებულებები იწყება, იხსნება აუზები და სხვა გასართობი სივრცეები. ამასთან ასტროლოგები ამბობენ, რომ ეს თვე დაუვიწყარ სათავგადასავლო რომანებს მოგიტანთ. მაშ ასე:

ვერძი

ძვირფასო ვერძებო, თქვენთან ერთი შეკითხვა გვაქვს - რა გიშლით ხელს თქვენი დიდი ოცნებების რეალობად ქცევაში? მართალია, თქვენ გამუდმებით ჩქარობთ და წარმატებისკენ მიისწრაფვით, მაგრამ არის რაღაც, რაც გაფიქრებინებთ, რომ ამას არ იმსახურებთ. რა არის ეს რაღაც? ივნისი არის თვე, როდესაც უნდა ჩაუღრმავდეთ ამ საკითხს. თქვენ უნდა დაინახოთ, რომ თქვენი მიზნები ნამდვილად არ არის ძალიან შორს, მაგრამ თქვენ უნდა დაალაგოთ ის პრობლემები, რომელიც წარსულიდან გადმოგყვათ. ახლა, შეიძლება მოგიწიოთ რაღაცის გაშვება, რათა სასურველ ადგილზე მიხვიდეთ. ივნისის თვეში, თქვენ ნამდვილად იგრძნობთ ამ მძიმე პროცესისთვის საჭირო ენერგიას. ეს იქნება ნამდვილად რთული გადაწყვეტილება, მაგრამ თუ ამ ტვირთს მოიშორებთ, მაშინ უფრო სწრაფად მიხვალთ დანიშნულების ადგილზე. გახსოვდეთ, რომ ახლა სამყარო გაძლევთ სხვა მიმართულებას, რათა ფოკუსირებდეთ იმაზე, რაც თქვენს წინ არის და არა იმაზე, რაც იქ აღარ არის. ახლა დროა, რომ ყველა მოგზაურობის გეგმა მომდევნო თვისთვის გადადოთ და ამის ნაცვლად შინაგან მოგზაურობაში წახვიდეთ.

კურო ძვირფასო კუროებო, ბოლო თვეებია გრძნობთ, რომ თქვენკენ მომავალ სამყაროსეულ წყალობას, რაღაც ბლოკავს. სინამდვილეში, ეს რაში გიშლით ხელს? აქციეთ ივნისი თვედ, როცა გადააბიჯებთ ამ დაბრკოლებას, ისაუბრებთ, გარეთ გახვალთ, იცხოვრებთ, იცინებთ და რაც მთავარია, დაივიწყებთ, რომ რაღაც ხელს გიშლით. სამყაროში თავისით არაფერი არ ხდება. ის, რაც არ მოგწონთ, მხოლოდ თქვენი ქმედებების შედეგია. შეცვალეთ ქმედებები და შედეგებიც სხვა დადგება. გარდა ამისა, თქვენ უბრალოდ ისიამოვნებთ პროცესით. ამასთან ერთად, ამ თვეში შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენი მიზნები არც ისე ახლოს არ არის, როგორც წლის დასაწყისში ფიქრობდით. ამიტომ, თავიდან შეაფასეთ და საჭიროების შემთხვევაში, განაახლეთ გეგმა. აუცილებელია, რომ აღიდგინოთ საკუთარი თავი და დაიბრუნოთ ენერგია. ივნისში თქვენ უფრო მეტად გაამახვილებთ ყურადღებას თქვენი გონების ციკლებსა და სეზონებზე. თქვენ მიხვდებით, რომ თქვენი ტვინი შუკეთ მუშაობს, როდესაც პეიზაჟი იცვლება. ამიტომ, შეცვალეთ რეალობა - გააფართოვეთ სანაცნობო წრე ან წადით სამოგზაუროდ. ტყუპები ძვირფასო ტყუპებო, სავარაუდოდ, დაბადების დღის წვეულების რეჟიმში ხართ გადართული, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. მაგალითად თვის დასაწყისშივე მოგიწევთ ურთიერთობებზე იფიქროთ - სინამდვილეში რა გსურთ? რამდენად რეალისტი ხართ? თქვენ არ გჭირდებათ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ახლა, მაგრამ გაფრთხილებთ: ისინი, სავარაუდოდ, მთელი თვის განმავლობაში ხელახლა ამოტივტივდება. ოჰ, და ეს კითხვა მხოლოდ რომანტიკას კი არ ეხება, არამედ ზოგადად თქვენს ცხოვრებას. როგორ მიგიყვანთ თქვენი ამჟამინდელი ქმედებები თქვენს მიზნებთან? თუ ნამდვილად გულწრფელი ხართ საკუთარ თავთან, შეიძლება გესმოდეთ, რომ თქვენი ზოგიერთი თვისება ხელს გიშლით იცხოვროთ იმ ცხოვრებით, რომელიც ნამდვილად გსურთ და იმსახურებთ. ამ თვეში თქვენ ემზადებით წინსვლისთვის და ეს კი ნამდვილად კარგი დასაწყისია. კირჩხიბი ძვირფასო კირჩხიბებო, იცით, რა უნდა მოიტოვოთ უკან? ჩვევა, რომელიც კარგად გესმით - არ მისცეთ ცხოვრებას უფლება თავისი გზით წავიდეს. იქნებ დროა საბოლოოდ დაივიწყოთ ის? ახლა ვარსკვლავები თქვენგან ამას მოითხოვენ. როგორ უნდა გააკეთოთ ეს? ჩაწვდით ძირეულ მიზეზს. სინამდვილეში, რაღაც უფრო ღრმა ხდება, ამიტომ იფიქრეთ და იპოვეთ თქვენი პირადი მიზეზი. ამის შემდეგ დაიწყეთ ცვლილება. საკუთარ თავზე ზრუნვით, სამყაროს ეუბნებით, რომ თქვენ აფასებთ საკუთარ თავს და იცით რას იმსახურებთ. გაუშვით ეს მესიჯი სამყაროში. კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც ამ თვეში უნდა გადახედოთ, არის ურთიერთობა, რომელშიც თავს უძლურად გრძნობთ. ეს შეიძლება არ იყოს რომანტიკული კავშირი, მაგრამ არის გარკვეული დისბალანსი, რომელიც ჩნდება ღრმა საკითხების გამო. გარდა ამისა, თქვენი დაბადების დღე ახლოვდება! არ დაგავიწყდეთ საკუთარი თავის აღსანიშნავად ადგილის გამოყოფა. დაე, ეს იყოს საკუთარი თავის სიყვარულის სეზონის დასაწყისი. >ლომი ძვირფასო ლომებო, ამ თვეში წარმატებას მხოლოდ სხვა ადამიანების დახმარებით მიაღწევთ. მზად იყავით ამ ცვლილებებისთვის და დაფიქრდით, ვინ არის ისეთი, ვისაც შეუძლია თქვენთვის ახალი კარი გააღოს. უფრო მეტიც, ივნისში გაგიჩნდებათ მწველი სურვილი შეცვალოთ თქვენი რუტინა. პირველი მცირე ცვლილებისთანავე მიხვდებით თუ რამდენად დიდი ძალა აქვს გარკვეულ ჩვევებს თქვენს ცხოვრებაში - პოზიტიური და უარყოფითი თვალსაზრისით. გარკვეული დისციპლინა და რეფლექსია საშუალებას მოგცემთ უარი თქვათ ყველა ჩვევაზე, რომელიც შესაძლოა ადრე სასარგებლო იყო, თუმცა ახლა ცვლილების დროა. გაითვალისწინეთ, რომ ნუ ეცდებით ამ პროცესის მარტო გავლას. შესაძლოა, ინდივიდუალური საქმეები გირჩევნიათ, როგორც უკვე გითხარით, ახლა გუნდური თამაშის დროა. თუკი ამ წესს მიყვებით, მაშინ სასურველ წარმატებას მალე მიაღწევთ. მოძებნეთ ახალი პერსპექტივები, რათა მიიღოთ ახალი ინსპირაცია. ქალწული ძვირფასო ქალწულებო, ამ თვეში, ოჯახურ თემაში არის რაღაც ისეთი, რაზედაც უნდა იზრუნოთ. ეს შეიძლება იყოს ძალიან ცხადი: საძინებლის რემონტი თუ ახალი ონკანის დაყენება, ან შეიძლება იყოს რაღაც უფრო ფიგურალური, როგორიცაა კონფლიქტის მოგვარება. რაც არ უნდა იყოს, მოემზადეთ იმისთვის, რომ ეს ბევრ ენერგიას წაიღებს. უფრო მეტიც, ამ თვეში, სამსახური იქნება ერთგვარი თავშესაფარი, სადაც „გაიქცევით". როგორც წესი, გიყვართ მუშაობა, მაგრამ ივნისის თვეში უნდა დაფიქრდეთ: გთავაზობთ თუ არა ამჟამინდელი სამსახური იმდენს, რამდენსაც იმსახურებთ? იქნება ეს როგორც მატერიალური, ასევე, სულიერი თვალსაზრისით. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ ამ კითხვას, ამისთვის კი წინ მთელი თვე გექნებათ! პარალელურად, კარიერულ ფრონტზე ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება, თუმცა, ჩვენი თხოვნაა, გართობაზე უარს ნუ იტყვით. თქვენ გაქვთ დრო და სივრცე ორივესთვის. ამ თვეში, საჭირო და აუცილებელ განტვირთვას, მხოლოდ საყვარელ ადამიანებთან იპოვით. სასწორი ძვირფასო სასწორებო, თქვენ მიხვდებით, რომ ის გზა, რომელიც წარსულში აირჩიეთ უბრალოდ არ მუშაობს, ამიტომ ამ თვეში ახალი მიმართულების ძებნას დაიწყებთ. იქნება ეს მოგზაურობა, სოციალური წრე თუ ახალი კარიერა. დაიმახსოვრეთ, ამ თვეში მთავარია გუნდური მუშაობა. ასევე, მომდევნო რამდენიმე კვირაში წარსულიდან არც თუ ისეთი სასიამოვნო თემები ამოტივტივდება, განსაკუთრებით ოჯახისა და თქვენი საცხოვრებელი ფართის თემების ირგვლივ. შეახსენეთ საკუთარ თავს, რამდენად შორს წახვედით და გამოიყენეთ სტრესთან გამკლავების ყველა ტექნიკა, რომელიც ისწავლეთ. ახალი მთვარე მოგიტანთ მნიშვნელოვან მომენტს, რომელიც დაგეხმარებათ მოგცეთ პასუხები, რომლებსაც ივნისის დასაწყისში ეძებდით. თვის ბოლოს გექნებათ მოტივაცია გადადგათ ნაბიჯი ახალი კარიერისკენ, სადაც მთელი თქვენი ნიჭის გამოვლენის საშუალება გექნებათ. ეს წინსვლა კი თქვენს ცხოვრებაში მრავალმხრივ სიცხადეს შემოიტანს. მორიელი ძვირფასო მორიელებო, რა იდუმალი საიდუმლო გეგმა იხარშება თქვენს გულში? ყველამ ვიცით, რომ მზაკვრულ მორიელებს ძალიან სიამოვნებთ მარტოხელა მგლის იმიჯი, მაგრამ ამ თვეში საიმედო კომპანიონის ძებნას დაიწყებთ. დიახ, არ მოგეჩვენათ. ივნისში თქვენი მთავარი თემაც ეს იქნება - ვინ არის თქვენი ადამიანი? ვარსკვლავები კი გპირდებიან, რომ აუცილებლად იპოვეთ ვინმეს, ვისი იმედიც ნამდვილად შეგიძლიათ გქონდეთ. პარალელურად, ამ თვეში მეტისმეტად გატაცებული იქნებით მენტალური საკითხებით. შესაძლოა, იმ დონემდეც კი, რომ უგულებელყოთ მხიარული მოვლენები, რათა ყურადღება მნიშვნელოვან კითხვებზე გაამახვილოთ. თქვენ გააცნობიერებთ, რომ ახალ ადამიანთან გასახსნელად, პირველ რიგში, საჭირო იქნება საკუთარ თავთან სათანადო მუშაობა და იმ პიროვნული პრობლემების მოგვარება, რომელსაც ამდენი ხანია თვალს არიდებთ. ცხადია ვიცით, რომ ეს სახალისოდ არ ჟღერს, მაგრამ ღირს. ჩადეთ ძალისხმევა საკუთარ ემოციურ მდგომარეობაში და დატკბებით ახალი პერსპექტივით; თქვენი ადამიანი ხომ ნამდვილად იმსახურებს თქვენი სულიერი სამყაროს გაცნობას! მშვილდოსანი ძვირფასო მშვილდოსნებო, ამ თვეში აუცილებლად მოგიწევთ მიიღოთ რეალური მოცემულობა. სწორედ ეს პრობლემა გიშლით ხელს, რომ გქონდეთ შესანიშნავი, წარმატებული ურთიერთობები. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ რომანტიკულ კავშირებზე; ეს შეიძლება იყოს მეგობრობა და სამსახურებრივი ურთიერთობები. თქვენ იმდენად სავსე ხართ ვნებითა და მღელვარებით, რომ შესაძლოა გამოგრჩეთ ის, რაც სხვა ადამიანებს სურთ და სჭირდებათ. იფიქრეთ ამაზე ივნისში და დაფიქრდით, როგორ შექმნათ უკეთესი ბალანსი. ზოგადად, მშვილდოსნები სუპერ ემპათიური ადამიანები არიან. ხშირად იმ დონემდე, რომ უჭირთ საკუთარ თავზე ფოკუსირება. ეს გასაგებია, მაგრამ თქვენი გაკვეთილი, რომელზედაც უნდა იფიქროთ, არის შემდეგი: შესაძლებელია სხვა ადამიანებზე ზრუნვა და პარალელურად, საკუთარი თავის სიყვარული. როგორც მიხვდით, ბალანსი არის ამ თვის მთავარი მიზანი - ბალანსი გარესამყაროსა და საკუთარ თავს შორის. თხის რქა ძვირფასო თხის რქებო, თქვენ წინააღმდეგობრივი ბუნება გაქვთ: ხან გსურთ, რომ ყველა ნორმისა და წესის წინააღმდეგ წახვიდეთ, ხან კი, მათი დაცვა გარდაუვალი აუცილებლობა გგონიათ. ეს ის თვეა, როდესაც უნდა ისწავლოთ დინების მიმართულებით სიარული. არ ინერვიულოთ - თქვენ არ გჭირდებათ მაქსიმალური თავისუფლება, მაგრამ შეეცადეთ მოიშოროთ გარკვეული შემაკავებელი ფაქტორები. გაარკვიეთ, საიდან მოდის ეს სიმკაცრე (იქნებ ეს თავდაცვის ფორმაა?), შემდეგ კი იპოვეთ გზა, რათა მოიპოვოთ ემოციური თავისუფლება. როგორც მიხვდით, ამ თვეში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება გულწრფელი კომუნიკაცია როგორც საკუთარ თავთან, ასევე, მეგობრებთან. თქვენ შეამჩნევთ, რომ რაც მეტ რესურსს ჩადებთ საკუთარ თავში, რაც მეტად განვითარდებით და გაიხსნებით, მით მეტად გაუმჯობესდება ურთიერთობა სხვა ადამიანებთან. ეს შეიძლება სწორედ ის თვეა, რომელიც გეხმარებათ თავი დააღწიოთ დაწესებულ საზღვრებს და ისწავლოთ პროცესით ტკბობა ისწავლოთ. მერწყული ძვირფასო მერწყულებო, ამ თვეში დიდი ტრანსფორმაციის დრო დგება - დროა გაუშვათ ის რაღაც ან ვიღაც, რომელსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ. ეს შეიძლება იყოს მიზანი, მეგობარი ან თუნდაც ფინანსური შესაძლებლობა. ეს დასასრული პოზიტიურია, რადგან თქვენ გათავისუფლდებით ისეთი რაღაცისგან, რაც უკვე დიდი ხანია გაწუხებთ და მთელს ენერგიას გართმევთ. რაც არ უნდა იყოს, ენდეთ ვარსკვლავებს: ეს დასასრული საუკეთესო იქნება. დარჩენილი სივრცე კი რაღაც ბევრად მასშტაბური სიახლისთვის მოამზადეთ. პარალელურად, თვალი ადევნეთ ავტორიტეტისა და ლიდერობის თემებს - გიფიქრიათ როგორ ირხევა თქვენი თვითშეფასება თქვენი გარემოდან გამომდინარე? როგორ შეგიძლიათ გახადოთ საკუთარი თავდაჯერება უფრო მყარი? თქვენ კარგად იცით, რომ ეს ერთ ღამეში ვერ მოხდება. ეს არის მოგზაურობა, რომლის გზაზეც უნდა გახსოვდეთ თვითგანვითარება და საკუთარი თავის სიყვარული. რეგულარულად შეახსენეთ საკუთარ თავს, თუ რამდენად მშვენიერი, სრულყოფილი და შთამბეჭდავი ხართ. თევზები ძვირფასო თევზებო, თქვენს ცხოვრებაში არსებობს კარიერის ან რეპუტაციის ასპექტი, რომელსაც თვალს არიდებთ. მაგრამ ეს შეცდომაა - თქვენ უნდა დაჯდეთ ამ რეალობასთან ერთად. არ შეიძლება უბრალოდ თვალი დახუჭოთ და ნამცხვრის ჭამა გააგრძელოთ. ახლა საჭიროა გარკვეული თვითრეფლექსია და ფიქრი იმის შესახებ, თუ როგორ აპირებთ თქვენი კარიერის ამ ახალი ციკლის დაწყებას. დგამთ თუ არა ახალ ნაბიჯებს თქვენი საოცნებო ცხოვრებისკენ? ჩვენ ვიცით, რომ ეს ყველაფერი მკაცრად ჟღერს, მაგრამ ამ თვეში დისციპლინის, პასუხისმგებლობის, ლიდერობის და პატივისცემის დროა. კოსმოსი ცდილობს, რომ უფრო მოწიფულ არსებად გარდაგქმნათ, ასე რომ გამოიყენოთ ეს დრო ცხოვრების სხვა ასპექტებშიც. თუ ამას იზამთ, მაშინ თქვენ გახდებით შთაგონება სხვა ადამიანებისთვის, რომ მათაც იგივე გააკეთონ. ხომ გახსოვთ, რომ გრძნობების გასაგებად,ზოგჯერ საჭიროა შინაგანი ჩაღრმავება? თუმცა ეს ყველაფერი სერიოზული არ უნდა იყოს. განკურნება შეიძლება იყოს სახალისო. ერთი გზა, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, არის გააკეთოთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც ბავშვობაში ყოველთვის გსურდათ. ხშირად, ჩვენ უნდა განვკურნოთ წარსული, რათა მივიღოთ მომავლის საუკეთესო ვერსია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე