სტილი
(20.05.2022)

დღეს, 20 მაისს, ბორჯომში, მწვანე მონასტერთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. ახალგაზრდები „ბოლო ზარს" აღნიშნავდნენ.

თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა, რომელთაგან ერთი მდინარე მტკვარში გადავარდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის განცხადებით, ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

„შემთხვევის ადგილზე ხევში გადაჩეხილი მანქანა დაგვხვდა. სამი დაშავებული ბორჯომის „ჯეოჰოსპიტალში" არის გადაყვანილი. ერთი პირი ადგილზე გარდაცვლილი დაგვხვდა",-აცხადებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში.

სასამართლო ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განცხადებით, გარდაცვლილი 17 წლის ბიჭი ექსპერტიზაზე ახალციხეში გადმოჰყავთ.

წყარო: „sknews.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე