სტილი
(21.09.2022)

„ჩემი ცოლის დაქალები“ „ფორმულას“ სერიალია, რომელსაც უამრავი მაყურებელი ჰყავს.

სამწუხაროდ, წინა სეზონის დასრულების შემდეგ „ჩემი ცოლის დაქალების“ მესვეურებმა განაცხადეს, რომ სექტემბრიდან სერიალის ახალ ეპიზოდებს ვეღარ გადაიღებდნენ ფინანსური პრობლემების გამო.

fortuna.ge დაუკავშირდა „ჩემი ცოლის დაქალების“ პროდიუსერს, ირაკლი საღინაძეს და მიმართა კითხვით, ხომ არ შეიცვალა მდგომარეობა:

„ამ სეზონზე „ჩემი ცოლის დაქალები“ არ იქნება. ჩვენ გარემოებებზე ვართ დამოკიდებული. ყველანაირად ვცდილობთ, რომ მოვახერხოთ სერიალის გადაღება, მაგრამ ჯერჯერობით ეს პასუხი გვაქვს…“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე