სტილი
(19.01.2023)

ხელოვნური საშვილოსნო უახლოეს მომავალში მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი გამოგონება იქნება.

ბიოტექნოლოგები აცხადებენ, რომ 10 ან მაქსიმუმ 15 წლის შემდეგ ხელოვნური საშვილოსნოები შვილების გაჩენის მთავარ გზად იქცევა. მშობლებს შვილებისთვის თვალის, კანის, თმის ფერის წინასწარ შერჩევა შეეძლებათ.

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა კომპიუტერული მოდელირებით შექმნილი ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორი შეიძლება იყოს მომავალში ხელოვნური საშვილოსნო ე.წ. EctoLife და ის დაწესებულება, სადაც ემბრიონის ზრდა-განვითარება ხელოვნურ საშვილოსნოებში მოხდება.

EctoLife -ის წარმომადგენლის თქმით, მათი კონცეფცია იმით არის გამორჩეული, რომ პროცესი შეიძლება გამოყენებულ იქნეს „თანდაყოლილი დეფექტების სკრინინგისთვის".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე