სტილი
(23.01.2023)

2015 წლის 19 დეკემბერს თბილისში მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა.

მეუღლისა და 5 წლის შვილის მკვლელობის საქმეზე ახალგაზრდა ქალი - მაგდა პაპიძე დააკავეს.

ის ერთადერთი უვადო პატიმარი ქალია საქართველოში.

8 წლის შემდეგ კი „ჯორჯიან თაიმსი" ავრცელებს ინფორმაციას, საიდან ვიგებთ, რომ მაგდა პაპიძე საპატიმროში თავის თანაკლასელზე გათხოვდა.

მედიასთან არც ოჯახის და არც გარდაცვლილი მეუღლის მხარე კომენტარს არ აკეთებს.

რა გახდა მისი კიდევ ერთხელ გათხოვების მიზეზი უცნობია. თუმცა „ჯორჯიან თაიმსის" ინფორმაციით, ის ამ გზით კიდევ ერთხელ ცდილობს სასჯელი შეიმსუბქოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე