ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი გარდაცვლილ მეგობარზე, მარინა კირვალაძეზე და იმ ჯოჯოხეთზე წერს, რომელიც მან გამოიარა:
„2 მაისს კოვიდი რომ დაუდასტურდა, მაშინ დაიწყო და 48 დღე გაგრძელდა ჯოჯოხეთი… თავდაპირველად „მესინჯერში” ვლაპარაკობდით, მერე როცა სუნთქვა გაუჭირდა, გამუდმებით ვწერდით ერთმანეთს, ვიდრე აპარატზე გადაიყვანეს. ბოლოს მომწერა: ამდენი ხალხი ხართ, როგორ ვერ მშველითო.
ძალიან ცუდად გავხდი, ადამიანი შველას ითხოვდა და ვერ ვუშველეთ – უძლური ვიყავით ყველა გარდაუვალი მარცხის წინაშე… დღეში ერთხელ მქონდა ექიმთან კომუნიკაციის საშუალება, ხანდახან ორჯერ ვრეკავდი…
20 ივნისს, როდესაც რეანიმაციიდან 48-დღიანი კოშმარის დასასრულის სათქმელად დამირეკეს, მას შემდეგ რეალობას გავურბივარ… როცა თბილისში ვარ, აკურაში მგონიხარ – აკურაში ვარ და თბილისში… არადა, არსადაც აღარ ხარ… თუმცა მაინც ყველგან ხარ – ამ 40 დღეში, არაფერი ყოფილა უშენოდ მარინე…
დაბოლოს, ჩვენი ათეულობით ფოტოდან, ყველაზე მეტად ეს მიყვარს – ყველაზე კარგად გამოხატავს ჩვენ ურთიერთობას, ნდობას, სიყვარულს, მეგობრობას”, - დაწერა რომან ქევხიშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე