სტილი
(22.05.2023)

სოციალური ქსელის მომხმარებელი ანი კავზინაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„მეგობრებო, განსაკუთრებით გოგოებო!! გთხოვთ ფრთხილად იყავით, დიდუბეში მეორადების მაღაზიიდან გამოვედი თავს, დამესხა სავარაუდოდ, 30 წლის მთვრალი კაცი, თავიდან რუსულად დამიწყო ლაპარაკი...ვერანაირად ვერ მოვიშორე, მერე ცემაზე გადავიდა სულ სახეში მირტყა (გამვლელებისგან 0 რეაქცია ჩემს წივილ კივილზე)...არ ვიცი მაღაზიამდე გაქცევა როგორ მოვასწარი...პ.ს კარგად ვარ ახლა „ფიზიკურად, შერიფები დამეხმარნენ და დაიჭირეს, მაგრამ როგორც ვიცი, უბრალოდ სცემეს და გაუშეს, ანუ ისევ გარეთ დადის ეგ ტიპი...გთხოვთ, მინიმუმ წიწაკის სპრეი მაინც გეგდოთ ჩანთაში!!!", - წერს ანი კავზინაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე