სტილი
(31.07.2021)

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის გიორგი ფხაკაძის პროგნოზით, რამდენიმე დღეში საქართველოში ეპიდემიოლოგიური კუთხით ურთულესი პერიოდი იქნება.

„31,321 აქტიური შემთხვევაა. აქამდე რეკორდი 2020 წლის 12 დეკემბრის 30,944 აქტიური შემთხვევა იყო და ასევე რეკორდული 53 გარდაცვლილი 2020 წლის 19 დეკემბერს. აგვისტოს შუა კვირა უმძიმესი იქნება საქართველოსთვის.

სამწუხაროდ ჩაკეტვისკენ მიდის საქმე. არავის არ უნდა ჩაკეტვა, არავის, მაგრამ არავინ არაფერს არ აკეთებს რომ არ ჩავიკეტოთ.

სამედიცინო /მეცნიერული /საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით და უბრალოდ საღი გონებით თუ იფიქრებ, საქართველო იყო ჩასაკეტი 2021 წლის 1-ელ ივლისს. ეს მაშინ როცა მე პირველმა გავბედე და ვთქვი (არსებული მტკიცებულებებზე დაფუძნებით), რომ საქართველოში მე-4 ტალღა დაიწყო.

მართლა არ ვიცი თუ როგორ, რამდენჯერ, რა ენაზე, რა მტკიცებულებით უნდა მოგმართოთ.

არ აიცრათ. არც სახლში დარჩეთ. არც პირბადე ატაროთ. ახალი სასიკვდილო რეკორდია დასამყარებელი", - წერს ფხაკაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე