სტილი
(19.05.2022)

სპორტსმენი რამაზს ნოზაძემ მეუღლეზე, ხატია სიჭინავაზე ისაუბრა. ნოზაძე სიჭინავას საქმიანობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მის მეუღლის საჯარო განცხადებებში არ ერევა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მოქმედებს თუ არა მასზე ხატიას გარშემო პერიოდულად ატეხილი ხმაური და მისი ბულინგი? ნოზაძე პასუხობს: ხანდახან რაღაცას ვეტყვი, მაგრამ ჩემი საქმე არ არის. ჟურნალისტი გოგოა, მე ვერ დავარიგებ, რა უნდა ილაპარაკოს. პირიქით, შეიძლება აქეთ მომცეს რჩევა, ტელევიზიით, რა როგორ ვთქვა. ადრე ნერვები ეშლებოდა. მე ვურჩიე, არ წაიკითხო-მეთქი. თუ მათ დონემდე დახვალ, არ ყოფილხარ მაგარი ჟურნალისტი-მეთქი, ვუთხარი. ყველას რომ გავეკიდოთ, სადამდე წავალთ. თუ ვინმეს პირადად უნდა შეხვედრა, მოვიდეს, არაფერსაც არ დავაკლებ.

წყარო: „პრაიმ ტაიმი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე