სტილი
(26.09.2022)

მის წი­ნა­შე ქედს იხ­რიდ­ნენ ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რე­ბი, მის ხე­ლოვ­ნე­ბას ეთაყ­ვა­ნე­ბოდ­ნენ, ესტრა­დის ვარ­სკვლა­ვებს შო­რის პირ­ველ­მა მი­ი­ღო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის წო­დე­ბა, მაგ­რამ დღეს მოს­კოვ­თან აღა­რა­ფე­რი აკავ­ში­რებს და არც ენატ­რე­ბა. ამ­ბობს, რომ ვერ გაძ­ლებს იქ, სა­დაც სიყ­ვა­რუ­ლი არ იქ­ნე­ბა, მუდ­მი­ვად ცხოვ­რე­ბა კი თბი­ლი­სის გარ­და ვერ­სად წარ­მო­უდ­გე­ნია. "კვი­რის პა­ლიტ­რას" ქარ­თუ­ლი სცე­ნის დე­დო­ფა­ლი, ნანი ბრეგ­ვა­ძე ესა­უბ­რა.

"არ ვარ ადამიანი, რომელიც თავს არ უვლის - დღე არ არის, მოწესრიგებული არ ვიყო, მაგრამ მეტად არაფრით ვირჯები... ამ ბოლო დროს საშინელი უმადობა დამჩემდა, თორემ ჩემს სიცოცხლეში დიეტა არ დამიცავს. ძილის წინაც კი გემრიელად მივახშმია. ზოგჯერ გასტროლებზე "ორერას~ კონცერტები ყოველდღე იმართებოდა და კონცერტის წინ არასოდეს ვჭამდი. უკაცრავად, მაგრამ კონცერტზე მაძღარი სახით გასვლა არ შემეძლო. მუცელიც აუცილებლად შესუნთქულივით უნდა ყოფილიყო - ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი. სცენაზე გამართული, ლამაზად უნდა იდგე, მოშვებული კი არა! ჯანმრთელი ვარ და, ალბათ, ეს აისახება გარეგნობაზეც. ამბობენ, რომ კანიც კარგი მაქვს, რაც, ალბათ, გენეტიკურია. ცელულიტი არასოდეს მქონია. ერთი პერიოდი იოგათი ვიყავი გატაცებული, თავზეც კი ვდგებოდი... საერთოდ, შენს თავს პატივი უნდა სცე და როცა ამას ცდილობ, ღმერთიც გეხმარება!" - განაცხადა ნანი ბრეგვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე