სტილი
(25.03.2023)

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია ფეისბუკის პირად გვერდზე წერს რომ საქართველოში ცხოვრება უსაფრთხო არ არის და დიღომში, ნესტან-დარეჯნის ქუჩაზე მომხდარი გასროლის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას.

„როდემდე უნდა ვიცხოვროთ კრიმინალებით სავსე სახელმწიფოში... დიდ დიღომში, ჩვენ უბანში, ნესტან-დარეჯანის ქუჩაზე ალბათ, პირადი ანგარიშსწორების მიზნით იარაღიდან გაისროლეს... ქუჩაში ჩემ ორ შვილს თან ჰყავდა ჩემი შვილიშვილი ზუ, ბავშვებმა ახლომდებარე „ნიკორას" შეაფარეს თავი... მადლობა ღმერთს, არავინ დაზარალდა... თუმცა როდემდე... როდის უნდა მოეღოს ბოლო ამ განუკითხაობას!..." - წერს პეტრე კოლხი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე