დახურვა
სტილი
15.06.2021

ცნობილი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე მეუღლესთან, ხათუნა მიქაცაძესთან დაშორებას ტრაგედიას უწოდებს და ამბობს, რომ ამ ამბავში ბევრი ადამიანის ხელი ურევია.

"ხათოს მივწერე ამერიკაში, რომ სანამ ცოცხალია, მე ვერავინ წამაქცევს. ის ძალიან დიდი იმედია ჩემთვის და მხოლოდ ის მინდა, ჯანმრთელი და ძლიერი იყოს. დანარჩენს კი ადრე თუ გვიან, ყველას გაეცემა პასუხი. მე ხათოს ძალიან დიდი ტვირთი დავადე - ჩემი სიყვარული. ჩემს ყველა შვილს აქვს სახლი, მათ ყურადღებას ვაქცევ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შეცდომა დაუშვეს. თუმცა მათიც მესმის,

რომ მშობლის გაყოფა არ შეუძლიათ", - აღნიშნავს ლუკა.

მისივე თქმით, ყოფილი მეუღლის თითოეულ გამოხედვას ცნობს.

"შეიძლება სხვამ იფიქროს, რადგან ხათოს გაღიმებულს ხედავენ, კარგადაა, მაგრამ მე მის თითოეულ გამოხედვას ვიცნობ. ვიცი, მისი ღიმილის უკან რამდენი ცრემლია. ის ჩემი გულისა და სულის ნახევარია. ჩვენ შორის კი ღმერთია მოკავშირე. მხოლოდ ერთი რამ მინდა, რომ თავს გაუფრთხილდეს და ბევრი წელი ვხედავდე მის ბედნიერ სახეს" - აღნიშნავს ლუკა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×