დახურვა
სტილი
01.02.2022

რო­გორც ირ­კვე­ვა, მსა­ხი­ო­ბი მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლი მე­ო­რედ და­ქორ­წინ­და, რა­საც ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ლავ­და. მისი რჩე­უ­ლი ირაკ­ლი ყა­ჭე­იშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც ბა­თუ­მის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში რე­ჟის­ო­რად მუ­შა­ობს. ახალ­გაზ­რდა კა­ცის მამა კი ჯგუფ "ინ­სა­ი­თის“ გი­ტა­რის­ტი გოჩა ყა­ჭე­იშ­ვი­ლია.

მა­კას მსა­ხი­ობ რატი გო­გუ­ა­ძეს­თან პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ერთი გო­გო­ნა ჰყავს. ირაკ­ლი ყა­ჭე­იშ­ვი­ლის­თვი­საც ეს ქორ­წი­ნე­ბა მე­ო­რეა.

მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლი პირ­ველ მე­უღ­ლე რატი გო­გუ­ა­ძე­ზე 10 წლით უფ­რო­სი გახ­ლდათ. ოჯა­ხი მალე და­ინ­გრა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მაკა ამ­ბობ­და, რომ ბევრ რა­მე­ში სა­კუ­თარ თავს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და:

"28 წლის ასაკ­ში გავ­თხოვ­დი. ჩემ­ზე ბევ­რად პა­ტა­რა ბიჭ­ზე. არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა ჩემს მშობ­ლებს ამა­ზე არ ჰქო­ნი­ათ. იქით მხრი­დან, ალ­ბათ, იყო. რამ გა­ა­ფუ­ჭა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა? - ფი­ნან­სურ­მა მხა­რემ და იმან, რომ იმ პე­რი­ოდ­ში მე ვი­ყა­ვი არა­რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი, არ მქონ­და ჩემი საქ­მე. მე არ ვარ ტიპი, რო­მე­ლიც სახ­ლში უნდა ჩაჯ­დეს. მე ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც უყ­ვარს სო­ცი­უ­მი, ხალ­ხი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. მაგ­რამ სხვა­ნა­ი­რად არ გა­მო­დი­ო­და, თი­ნა­ნო უნდა გა­მე­ჩი­ნა, ფეხ­მძი­მე კი ასე­თი აქ­ტი­უ­რი ვერ ვიქ­ნე­ბო­დი. მერე პა­ტა­რა შვი­ლი მყავ­და და ვერ ვიგ­რი­ა­ლებ­დი. ამან ხა­სი­ა­თი გა­მი­ფუ­ჭა, ურ­თი­ერ­თო­ბაც და­ი­ძა­ბა. არ მქონ­და გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ რა­ღა­ცე­ბი გა­მე­ტა­რე­ბი­ნა. ჩემს თავს ბევრ რა­მე­ში ვა­და­ნა­შა­უ­ლებ. მარ­ტო ჩემი ბრა­ლი არ არის, მაგ­რამ მეც შე­მეძ­ლო რა­ღა­ცე­ბის შეც­ვლა" - თქვა მსახიობმა.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბას, მაკა ირაკ­ლი ყა­ჭე­იშ­ვილ­ზე 13 წლით უფ­რო­სია. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში ქორ­წი­ნე­ბამ, რო­გორც ჩანს, დროს გა­უძ­ლო და უკვე ექ­ვსი წე­ლია ერ­თად არი­ან. სა­ი­დუმ­ლოდ შე­ნა­ხულ­მა ამ­ბავ­მა წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე მხო­ლოდ და­დე­ბი­თად იმოქ­მე­და.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×