დახურვა
სტილი
02.05.2022

სოპრანო თამარ ივერი ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება, როგორი რეაქცია მოჰყვა მის პოსტს ენდროს ხარშვისას ქვაბში ჩავარდნილი „აიფონის“ შესახებ, რომელიც მის მეუღლეს ეკუთვნოდა:

„არ ვიცი, შეიძლება არც უნდა დამეწერა ფეისბუქზე ამის შესახებ, მაგრამ დავწერე, ბრავო „აიფონს“-მეთქი. ადუღებულ წყალში იხარშებოდა ტელეფონი და არაფერი მოუვიდა. ამაზე აღლიცინდა მთელი სოციალური ქსელი, რადგან ენდროში ჩავარდა და თან, წითელ პარასკევს, ტელეფონი ნაკურთხია და ამიტომ არ გაფუჭდა. აი, ივერი რა დაცურებულიაო. რატომ ვარ დაცურებული, რომ გამიკვირდა რაღაც?.. ისეთმა ადამიანებმა დაიწყეს ღლიცინი, რომ ძალიან გამიკვირდა. ცნობილი ადამიანები საოცრებებს წერდნენ და ამის შემხედვარე ვფიქრობდი, ნეტავ, „კაიფში“ ხომ არ არიან ან ხომ არ გაუტეხეს გვერდი-მეთქი?! ვერ წარმომედგინა, რომ ის ადამიანები ამ თემაზე დაიწყებდნენ ღლიცინს. მერე ეს ყველაფერი იუმორში გადავიტანე…

უბანში ბიჭმა ზღარბი იპოვა და ვეფერებოდი. ესეც ფეისბუქზე მედო და დაიწყეს, ეს ზღარბი არის ენდროში ჩავარდნილი რაულიო. თან ისეთმა ცნობილმა ადამიანმა დადო ეს პოსტი, ზეინტელექტუალური ბიჭია. მისგან გამიკვირდა. არ ვიცი, საბავშვო ბაღის დონეა. ღადავი დაიწყეს, ვითომ ისეთი ბნელია ივერი, რომ სჯერა, ენდრომ გადაარჩინა ტელეფონი და ფიქრობს, ჩეულებრივ წყალში გაფუჭდებოდაო, არადა, ამაზე მე არაფერი დამიწერია. ეს თავიანთი დასკვნა იყო. მაგრამ კარგი, სულ ომსა და უბედურებას, ჯობს, ისევ ივერის პოსტზე იღლიცინონ. თან, ისეთი ხალხი ღლიცინებდა, ვინც დღე და ღამე ბულინგის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს…“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×