დახურვა
სტილი
03.05.2022

მომღერალ აჩიკო მეფარიძეს ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე, მანქანის გადასწრების გამო, მომღერალმა ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ქალი ამბობს, რომ მეფარიძემ ჯერ მანქანას დაარტყა წიხლი, შემდეგ კი თავს დაესხა.

 ოჯახის წევრი მომხდარს სოციალური ქსელით გამოეხმაურა და თქვა, რომ დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება.

„არა მხოლოდ ადანაშაულებს! მოძალადე აღნიშნულ პიროვნებას ბრალი წაყენებული აქვს! არავის არ მივცემ ამ თემით მანიპულირების საშუალებას. მიუხედავად მისი ახლო გარემოცვის მხრიდან უამრავი მცდელობისა დეიდაჩემზე, ჩვენი ოჯახის წევრებზე მორალური ტერორის მოწყობისა, ჩვენთვის მოძალადეს არ გააჩნია „ცნობადობა“, არც პროფესია, საერთოდ არაფერი! კანონის ფარგლებში დაისჯება უმკაცრესად! რაც შეეხება საზოგადოების ნაწილს ვინც ფიქრობსც რომ მოძალადეა… მაგრამ…. მაგრამ არ არსებობს!“, - წერს ლიკუნა რევიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×