დახურვა
სტილი
09.05.2022

მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა საქართველოდან წასვლა გადაწყვიტა. მისი თქმით, საქართველოში არავინ აფასებს და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, თავისი სათქმელი სხვაგან თქვას.

„მე პირადად, აქედან უნდა წავიდე! მეტი აღარ შემიძლია… 200 0000000 პროექტი და იდეა მაქვს, მაქვს ნიჭი, მაქვს ყველაფერი იმისათვის, რომ გავაკეთო ჩემი საქმე, გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის და ხალხისთვის?

არაა, მე ჩემს სიტყვას ვიტყვი, სხვაგან… და მერე გახდება სანატრელი ეკა! უი, უი, ეს მოღალატეოო, აქ რას მიკეთებდაო, ხოდა, არაფერს, ვერაფერს, აქაურ მენტალიტეტს კარგად ვიცნობ, ამიტომ წავედი, თავს 

უნდა მივხედო, – სამშობლო დედის ძუძუი-ო, აღარაა დედაჩემი ცოცხალი, შესაბამისად, გერი გამოვდექი, ხოდა, სადაც დამაფასებს სამყარო, იქ ვიცხოვრებ“! – წერს ეკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში.

ეკა კვალიაშვილს "ფეისბუქმეგობრები" სწერენ, რომ იმედია, რუსეთში წასვლას არ გეგმავს, რაზეც მომღერალი პასუხობს:

„სად წავალ, მაართლა არავის საქმეა, რადგან მე ასე მესმის, მაგრამ რუსეთი არ არის ჩემი ქვეყანა, ყოფილი საბჭოეთის ყველა ქვეყანა მიუღებია ჩემთვის, მეყო, ვსიო!!!“. - წერს მომღერალი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×