დახურვა
სტილი
23.05.2022

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია. ის თითქმის ყველა მნიშვნელოვან თემას ფეისბუკითა და ინსტაგრამის საშუალებით ეხმიანება და საზოგადოებას თავის შეხედულებებს უზიარებს. ამჯერად, სიჭინავა მოქალაქეებს უმტკიცებს, რომ უცნობი ადამიანები ღამით ქუჩებს სპეციალური სითხით წამლავენ და ამით ვირუსის გავრცელებას უწყობენ ხელს.

"გავრცელდა ვიდეო, სადაც ღამე უცნობი ადამიანები მთლიანი ეკიპირებით, ისე რომ წერტილიც არ უჩანთ არსად, წამლავენ საბავშვო მოედნება და სკვერებს ! მოქალაქის კითხვაზე რას აკეთებენ შუაღამისას , პასუხობენ, რომ პესტიციდებს წამლავენ !! სკამებს და ირგვლივ ყველა საგანს ასევე თურმე პესტიციდებზე წამლავენ !! თუ ვინმემ სადმე მაგავსი ფაქტი შეამჩნიეთ, აუცილებლად მოხსენით სახიდან ნიღაბი და გვაჩვენეთ ვინ არიან, რომ ჩვენც გავიგოთ რა საწამლავს ასხამენ ღამღამობით ბოლობოლო !!!" - წერს ხატია სიჭინავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×