დახურვა
სტილი
24.05.2022

რამდენიმე დღის წინ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სიცოცხლეს ემშვიდობებოდა და თავის მოკვლას აპირებდა. საბედნიეროდ, გიორგი ცოცხალია და მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

ექიმმა ნინო ნადირაძემ „ფეისბუქზე" თვითმკვლელობის შესახებ ისაუბრა და გიორგი კეკელიძესაც მიმართა:

,,ჩემს თავზე ერთი მეტეორს არ გადაუვლია, თორემ სხვა ყველაფერი გამოვიარე ცხოვრებაში. სულ ახლა 57 000 გავეშებული ადამიანი მიწყევლიდა ოჯახს მხოლოდ იმის გამო, რომ 30 წლის ,,ბავშვს" დიპლომი მოვკითხე და თავი რომ მომეკლა, წარმომიდგენია, როგორ გაბედნიერდებოდნენ, მაგრამ, მე მაპატიეთ, რომ ეს სიამოვნება მოგაკელით. არ აქვს ყველას ერთნაირი ნერვები. ამიტომ, სანამ ვინმე ვინმეს რამეს ატკენს, კარგად დაფიქრდით, მკვლელობაზე ხომ არ აწერთ ხელს. არასოდეს იფიქროთ, ადამიანებო, თავის მოკვლაზე. გახსოვდეთ, რომ ამით თქვენ მათაც კლავთ, ვისაც მთელი გულით უყვარხართ და თვითმკვლელთან ერთად მკვლელებიც გამოდიხართ. ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა, მაგრამ მაინც ტკბილია.

გიორგი კეკელიძე, გვიყვარხარ, ყველაფერი კარგად იქნება" - დაწერა ნინომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×