დახურვა
სტილი
01.06.2022

ვინ არის დამნაშავე საზარელ მკვლელობებში – ამ საკითხზე იმსჯელეს „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ღამის პრაიმ-თაიმი“ მოწვეულმა სტუმრებმა.

მსახიობმა თამარ მაყაშვილმა თავისი შვილის, ნინუცა მაყაშვილის შემთხვევა გაიხსენა. ნინუცამ ცოტა ხნის წინ ისაუბრა მეუღლის, ბესო ზანგურის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ. სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა თამარიც:

„ადამიანი, რომელიც იყო ლაღი და სიცოცხლის მოყვარული, რადიკალურად შეიცვალა და დაზომბდა. რამდენჯერმე მოხდა ჩვენი მხრიდან ჩარევა, ბავშვი წამოვიყვანეთ და წამოვიდა, მაგრამ ის უკან დაბრუნდა. მე სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, ძალით წამოვიყვანე და ნინუცა 

უკან დაბრუნდა. ეს იცოდა ყველამ. ჩვენ გავიარეთ საშინელი წლები. მოძალადე შეიძლება გამოსწორდეს, თუ ის არ ზის საშინელ პრეპარატებზე, თუმცა ამ კაცს გენეტიკურადაც არ აქვს ნორმალურად საქმე. ეს იყო ნარკოტიკით გამოწვეული ძალადობა“, - ამბობს თამარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×