დახურვა
სტილი
02.06.2022

ფეისბუქჯგუფის - "ვეძებ" დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში თავისი მეგობრის ისტორიის შესახებ წერს.

"რამდენიმე საათის წინ იურისტების ჯგუფში (სადაც თურმე "ნაფიცი მსაჯულებიც" არიან) დახმარება ვითხოვე და ვიკითხე, თუ როგორ უნდა მოიქცეს ჩემი მეგობარი, რომელმაც ცოლ-შვილი დასასვენებლად საზღვარგარეთ გაუშვა და მოულოდნელად ცოლი ბავშვიანად ლტოლვილად ჩაბარდა ისე, რომ არავის არაფერი გააგებინა.

დაახლოებით 15-20 წუთში გაირკვა, რომ ეს ჩემი მეგობარი არის მოძალადე, ჩემთვის, მისთვის და მისი ცოლისთვის უცხო ადამიანებისთვის ის არის ცნობილი, რაც ოჯახმაც კი არ იცის

რომ ეს ბიჭი ცოლს ცემდა, აბა ის გოგო ისე უმიზეზოდ ხომ არ გაიქცეოდა?

რომ ეს ნარკომანია, იმიტომ რომ ცოლი ცემა აბა ფხიზელი კაცი ცოლს არ ცემს

რომ ეს მეტის ღირსია. აბა რა ეგონა? და რომ ისე მეც კაი ნაბოზარკა ვარ, ესეთ ადამიანთან რომ ვმეგობრობ თავიდან კი ავიშალე, მაგრამ მერე ბორშის ამბავი გამახსენდა და კი მომედო გულზე მალამოდ", - წერს თამუნა მუსერიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×