დახურვა
სტილი
14.06.2022

რამდენიმე თვის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 10-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მსახიობი თაკო ტა­ბა­ტა­ძე და მუსიკოსი გია ბა­ღაშ­ვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. წყვილის დაშორებას საზოგადოების ნაწილის მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

როგორც თაკო ტაბატაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, მისი ოჯა­ხის­თვის უფრო რთუ­ლი აღმოჩნდა ეს ყვე­ლა­ფე­რი, მის კარიერასა და საქმიანობაზე კი გავლენა არ მოუხდენია.

"ამ ამ­ბავ­თან და­კავ­ში­რე­ბით ათა­სი სი­სუ­ლე­ლე და­ი­წე­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში... ჩემი ოჯა­ხის­თვის უფრო რთუ­ლი იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი. ძა­ლი­ან ტრა­დი­ცი­უ­ლი ოჯა­ხი­დან ვარ და ძა­ლი­ან დიდი ბო­დი­ში მინ­და მო­ვუ­ხა­დო მათ, რომ ამ­ხე­ლა სტრე­სის ქვეშ აღ­მოჩ­ნდნენ. ოჯა­ხის დან­გრე­ვა მოხ­და 3 წლის წინ. თუმ­ცა, რომ გი­თხრათ, რომ ამან რა­ი­მე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და კა­რი­ე­რა­ზე, არა. გა­მიკ­ვირ­და უბ­რა­ლოდ, რომ თურ­მე ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იყო ჩა­საფ­რე­ბუ­ლი. მე­ცო­დე­ბი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ ასე ცუ­დად გრძნო­ბენ თავს, რომ ასე იმე­ტე­ბენ ადა­მი­ანს" - განაცხადა თაკომ "პოსტ TV"-ის ეთერში.

რამდენიმე დღის წინ მსახიობმა სოციალურ ქსელში მის შესახებ სტატიაზე ("ნახეთ, როგორ სახლში ცხოვრობს თაკო ტაბატაძე გია ბაღაშვილთან დაშორების შემდეგ") დაწერილი კომენტარის სქრინი გამოაქვეყნა: "სადაც არ უნდა იცხოვროს, ბოზი ბოზია, ნამუსი რომ ჰქონდეს, თავს თუ არ მოიკლავს, მინიმუმ თავი არსად გამოყოს, მაგრამ ამისნაირებს ნამუსი აღარ აქვთ".

როგორც თაკო ტაბატაძე წერს, კომენტარის ავტორი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მუშაობს. მან უწყებას კითხვითაც მიმართა: "გამარჯობა, მაინტერესებს, ცოტა უხერხულად არ გეჩვენებათ, ასეთი თანამშრომელი რომ გყავთ?"

"იქნებ, იკადროთ და გაგვცეთ პასუხი. ფაქტია, ნახეთ ჩემი შეტყობინება. ვინ არის ეს კაცი და მუშაობს თუ არა თქვენთან?" - წერს თაკო ტაბატაძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×