დახურვა
სტილი
20.06.2022

კესარია აბრამიძე „რუსთავი 2-ის“ ყველაზე პოპულარი რეალითი შოუს, „პრაიმ ჰაუსის“ წამყვანი გახდა, რაც კესოსთვის ახალი ამპლუაა და თავად ჰყვება როგორ ართმევს ამას თავს.

„ტელეწამყვანობა ჩემთვის ახალი ეტაპია, რომელიც ჩემმა განვლილმა გზამ განსაზღვრა. უკვე 16 წელია, ეკრანზე ვარ, რაც უფრო ვაქტიურდებოდი, მით უფრო იზრდებოდა ჩემი რეიტინგი და ახლა პიკს მიაღწია. უკვე სუპერ, ზერეიტინგული ვიყავი და მეტი რაღა უნდა გამეკეთებინა?! რა თქმა უნდა, დროსთან ერთად ვიზრდებით, ვიხვეწებით, უფრო ვლამაზდებით, ეს ბუნებრივია. ჩემთვის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია და წლებთან ერთად უფრო და უფრო კარგი ვხდები. მეტყველება, ჩემი იუმორი, ჩემი „სისწერვე“ – ყველაფერი ერთად, საინტერესოს ხდის ჩემს პერსონას. ჩემში არის სერიოზული და გაწონასწორებული ქალი, რომელსაც შეუძლია ძალიან სერიოზულ თემებზე ისაუბროს და ამასთან ერთად, კარგი იუმორიც მაქვს, კარგი გარეგნობაც, ეკრანზე მოხდენილი ვარ“,- ამბობს კესარია.

კესარია ჟურნალთან ბედნიერების ფორმულაზე საუბრობს და ქართველი ქალებისა და მამაკეცების შესახებ კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს.

" ქართველ ქალებს აკლიათ ბედნიერებაც და კიდევ ძალიან ბევრი რამ. ქართულმა საზოგადოებამ, სტერეოტიპებმა, ქვეყნის სიპატარავემ, ძალიან ბევრი კომპლექსი გაუჩინა ქალებსაც და კაცებსაც. ქალებს აკლიათ სექსი, აკლიათ სექსუალური განათლება. არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ ქმართან. ქართველი კაცების დიდ ნაწილს ცოლი მაინც ცოლად მოჰყავს და რაც უფრო მეტი საყვარელი და ნაშა ჰყავს, მით უფრო მაგარი ტიპია. ეს ტრენდი დღემდე აქტუალურია და ეს ყოველთვის ასე იყო. აქ მე ერთგული ქმარი არ გამიგია. ყველას ქმარი მყავს ნანახი სხვა ქალთან კლუბში ან რესტორანში. ქალს და კაცს გახსნილობა აკლიათ ურთიერთობაში, სწორი ტიპის შერჩევა არ იციან, საკუთარი თავი არ ჰყავთ შეცნობილი, ქალებს საკუთარი თავის სიყვარულიც კი აკლიათ. არადა, ჯერ საკუთარ თავთან უნდა იყვნენ ჰარმონიაში. ამ დროს პირდაპირ ვიღაცის სიყვარულზე გადადიან, მასზე არიან ჩამოკიდებული და კაცისგან ელოდებიან ყველაფერს. ქართველი კაცები კი ფიქრობენ, რომ თვითონ არიან ყველაზე მაგარი ტიპები, ყველაზე სექსუალურები და ისიც ჰგონიათ... რეალურად, ქართველი კაცების უმეტესობამ ანატომია არ იცის. არ იცის, სად უნდა მოეფეროს ქალს. არ იცის, რომ სექსამდე პრელუდიაა საჭირო, მოფერება და ყავაზე დაპატიჟება. ჯერ ადამიანი უნდა გაიცნო და მერე სხეული შეიცნო – ეს არ იციან ქართველმა კაცებმა. ან პირდაპირ სექსზე გადადიან, ან საცოლეს არქმევენ ქალს. მერე, თუკი რაღაც გიქნა, ღმერთმა იცის, რას გიზამს, ან მოგწონს ან არა და ასე ცხოვრობ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ეს არის კომპლექსების ბრალი. ეს არასწორია, გახნილობა უნდა იყოს ამ საკითხში. მე კაცს რომ შევხვდები და ერთხელ დაველაპარაკები, მაშინვე ვხვდები, რამდენად ჩემი ტიპია", - განუცხადა კესარია აბრამიძემ "თბილისელებს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×