დახურვა
სტილი
09.07.2022

ტელეწამყვანი, გიორგი ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ადამიანები ადამიანებზე ცუდებს საუბრობენ, ზოგი სხვის ნათქვამს იმეორებს, ზოგი ყურ მოკრულს ამბობს, ზოგიც სხვის ნათქვამს შეალამაზებს, წაამატებს და ასე გადაასხამენხომლე თავზე ლაფს ერთმანეთს.

არც კი ფიქრობენ ვის ეტკინება გული, ვის მოეშლება ნერვები, ვინ იგრძნობს თავს დამცირებულად.

ზოგი გააზრებულად, ზოგიც გაუზრებლად, ყვება სხვის მონაყოლს და მერე, მასზე რომ ყვებიან მართალს თუ ტყუილს უკვირს და წყინს.

ბავშვობაში ძაღლმა მიკბინა, პატარა ვიყავი, არ ვიცოდი ძაღლები თუ იკბინებოდნენ. მერე დიდხანს მეგონა, რომ ის ძაღლი ძალიან განიცდიდა შეცდომით რომ მიკბინა.

ისე მეცოდებოდა, შავი, ლამაზთვალება ბომბორა, ვერც კი წარმოიდგენთ. მეც განვიცდიდი ის რომ დარდობდა ჩემზე და ძალიან შემიყვარდა, ასე დავიწყე ცხოველების სიყვარული.

ადამიანებზეც მაქვს მზგავსი ისტორიები, რომ მეგონა, არ იკადრებდა, არ მომატყუებდა, არ მიღალატებდა არ იჭორავებდა, არ დამცინებდა, ჩემზე ცუდს არ იტყოდა და ასე.

რას ვიზამთ, ასეა მოწყობილი ეს ცხოვრება, რიგითობა დაცულია, ჯერ შენ იტყვი, ცილს დასწამებ, იჭორავებ, მოყვები სხვის ამბებს და საიდუმლოს, მერე შენი როგიც მოვა და ამოგამწარებენ აუცილებლად ყველაფერს, რაც კი იტლიკინე.

ვზივარ და ვფიქრობ, რატომ ვერ ხვდებიან ადამიანები, რომ ცხოვრება ძალიან ადვილია და ჩვენ ვართულებთ მას.

რატომ ვერ ხვდებიან, რომ ცხოვრება ბუმერანგია და აუცილებლად დაგიბრუნდება ის, რაც შენ უსურვე, თქვი და გააკეთე ადამიანებისთვის.

ეს ყველამ იცის, რასაც ახლა ვწერ, მაგრამ, რათ გინდა, ადამიანებს ავმა ძალამ ნებისყოფა წაართვა და ასე უმოწყალოდ ასარსალებენ ენებს.

თუ გონივრულად არ მოიქცევით, არ იცხოვრებთ თქვენი ცხოვრებით, თუ ტკივილს მიაყენებთ სხვას, აუცილებლად მდუმარებას გამოაცხადებს თქვენი ბედი და მომავალი.

ეძებეთ, კარგად ეძებეთ მიზეზი, თუ რატომ არის თქვნი ბედი დუმარებაში და თუ მიაგნებთ, აუცილებლად გაგიმართლებთ.

დროებით, ვჩქარობ სამსახურში.

მაინც მიყვარხართ", - წერს გიორგი ჯაჯანიძე.

tia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×