დახურვა
სტილი
11.08.2022

აშშ-ში მცხოვრები ქართველი მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"იყო ერთი ადამიანი, რომელიც, დამშვიდობებისას, ლოყაზე მკოცნიდა და მეუბნებოდა:

- I already miss you (უკვე მენატრები).

ის აღარ არსებობს.

მე კი მენატრება ის მომენტები, რომელიც არსებობს სადღაც, აღარ განმეორდება, აღარ მოხდება, იყო. და დარჩა მეხსიერებაში.

რა ბედნიერი ვარ, რომ ის იყო და მოგონებები ცოცხლობს, რომ დავხუჭავ თვალს, თითქოს აქ არის.

რა უცნაურია, იყო ადამიანი.

რა დიდი სურვილი მაქვს, ეს სიყვარულის გრძნობა, საბოლოოდ, რამეს ნიშნავდეს და ოპიუმი არ იყოს, მიწიერი ჯოჯოხეთის….

ფილმს ვუყურებდი და ჟან რენომ ისე თქვა: - Tu me manques déjà, იმ ადამიანის სახე დამიდგა თვალწინ, როგორ მიყურებდა, დამშვიდობებისას და მეუბნებოდა იგივეს და ცრემლები თავისით წამსკდა.

როგორ მინდა, მჯეროდეს, რომ არ ვქრებით.

სიყვარულის ჯაჭვი უნდა გაგრძელდეს", - წერს შაფათავა.

წყარო: tia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×