დახურვა
სტილი
17.08.2022

ჩოგბურთელ, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო სხდომაზე ნიკოლოზ ბასილაშვილთან თანაცხოვრებისისას გადატანილი ძალადობრივი ფაქტები გაიხსენა. მან სასამართლოზე ჩანაწერი წარადგინა, რომელიც მოგვიანებით სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. ფაქტს ჟურნალისტი, ნინო ჭელიძე ეხმაურება და წერს:

"ბასილაშვილი/ ნეკას ამბავში რაღაც კითხვები გამიჩნდა:

1. ვიდეოში სადაც ფიზიკური ძალადობა უნდა ჩანდეს, რომელსაც ნეკა თავად იღებდა, ყველაზე მნიშნველოვან მომენტში არც სიტყვები ისმის და არც შემდგომი რეაქციები და რატომ არის კადრი შენელებული ?

2. ქორწილის დღეს თუ ბასილაშვილმა მასზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად იძალადა , რატომ დარჩა მოძალადე კაცთან და რატომ გააჩინა ბავშვი მოძალადე კაცისგან ?

3. ნეკა ამბობს, რომ ქართველ გოგოებთანაც ხშირად ღალატობდა, და შვილს ეუბნებოდა რომ ეს მისი ახალი დედიკოა. რომელი კაცი აცნობს ბავშვს თავის ნაშებს და ეუბნება დედიკოა რავი...

p.s. მაინც შეგახსენებთ რომ ჩემთვის ორივე ტოქსიკები არიან", - წერს ჭელიძე.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი პოლიციამ, ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით, 2020 წლის 22 მაისს დააკავა. მას ბრალი (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×