დახურვა
სტილი
30.08.2022

მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური ცუდ მოპყრობაში დაადანაშაულა. მან იმ სისტემატურ ძალადობაზე ილაპარაკა, რომელსაც ქმართან თანაცხოვრებისას მისი მხრიდან განიცდიდა მცირეწლოვანი შვილის თვალწინ.

„ხშირად უთქვამთ, 11 წლის მერე რატომ ილაპარაკა აქამდე სად იყოო, არ ვიყავი მზად. დიდი ბუშტი იყო კარგად გაბერილი და საჭირო იყო ვინმე მისულიყო და გაეხვრიტა.

მე იმ აისბერგის ეს (მცირე) ნაწილი ვაჩვენე, მხოლოდ ეს ვთქვი, თორემ ამის ქვევით იმდენი ხდება, რომ დავჯდე და დეტალებზე ვისაუბრო ყბა ჩამოგივარდებათ ან შოკში ჩავარდებით“, – ამბობს ნინუცა მაყაშვილი.

წყარო: რადიო „თავისუფლება“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×