დახურვა
სტილი
21.09.2022

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს, რომელიც ბრიტანეთში მის ჩაცმულობას ეხებოდა, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"სხვა ყველა შემთხვევაში დროს არ დავკარგავდი და ჩემს სურათზე გაკეთებულ კომენტარებს არც ყურადღებას მივაქცევდი და არც რამე რეაქციას მივცემდი, მაგრამ ჩემ გამო არ მინდა ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი ფოტოგრაფი გია აბდალაძე გააკრიტიკონ.

Westminster Abbey-ში ძალიან მკაცრად იყო აკრძალული ფოტოგრაფების შემოშვება. ეს სურათი ცერემონიის დასრულების შემდეგ ექსპრომტად, სხვისი გადაღებულია. გიას ჩვეულებრივად უნაკლო სურათები (ფოტოგრაფიულ ხარისხზე ვსაუბრობ და არა ჩემზე) მოგვიანებით 

დაიდო. ისე კი მიკვირს ასეთი ჩემდამი და ჩემს ჩაცმულობაზე უზომო ინტერესი" - წერს სალომე ზურაბიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×