დახურვა
სტილი
27.09.2022

"ჩემი ტელეფონი გამიტეხა და "სამსუნგი" დამიტოვა, ერთი თვის განმავლობაში მისმენდა", - ამის შესახებ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, დაზარალებულმა ნელი დოროყაშვილმა განაცხადა.

"ხანდახან ვჯდები და ჩემ სტრესებს ვახსენებ ჩემ თავს", - თქვა დოროყაშვილმა და აღნიშნა, რომ ის გატეხილ ტელეფონს ინახავს.

ნელი დოროყაშვილის განმარტებით, მისთვის ჩოგბურთი ტრავმასთან ასოცირდება.

ბასილაშვილის ადვოკატი: ქალბატონი ნელი გახლავთ ის ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავს დაბადების დღეზე აჩუქა „ოსკარი", მას ეს ნამდვილად ეკუთვნის

"როცა ეს ურთიერთობა დავასრულე, ეს წიგნი დავხურე და შევწყვიტე ჩოგბურთან ურთიერთობა, მე ჩემ გონებას დავავიწყე ეს ყველაფერი, ჩემთვის ტრავმულია ჩოგბურთი, ჩოგანი, ბურთი",- განაცხადა დოროყაშვილმა.

მან ასევე გაიხსენა მშობიარობის შემდეგ, დედამთილის მიერ ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ნათქვამი ფრაზა, რომელიც მან გაიგონა.

"ნაკეისრალ ქალთან ერთად რომ წევხარ, არ წუხდები? წამოდი და ჩვენთან დარჩიო, უთხრა",- განაცხადა დაზარალებულმა დოროყაშვილმა.

დაზარალებულის თქმით, იმ ეტაპზე, როცა მათი ურთიერთობა დაძაბული იყო, ბასილაშვილმა მას მეორე შვილის გაჩენა შესთავაზა.

„ურთიერთობა დაძაბულ ფაზაში იყო, ღალატის ამბავი ახალი გაგებული მქონდა, მითხრა, ცუდი არ იქნება, მეორე ბავშვი გააჩინოო. განცდა მქონდა, რომ მას უნდოდა გაშორების შემდეგ მასზე მიჯაჭვული ვყოფილიყავი, რადგან იმ მომენტში ნიკას ჩემ მიმართ გრძნობები არ ჰქონდა და არც მე მქონდა. უნდოდა, ისევ მორჩილებაში ვყოფილიყავი და მისი ბრძანებების შესრულება გამეგრძელებინა",- განაცხადა დოროყაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×