დახურვა
სტილი
12.10.2022

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესზე ბასილაშვილის ტელეფონიდან ამოღებული მტკიცებულება განიხილეს, საიდანაც ირკვევა, რომ დოროყაშვილი ყოფილ დედამთილს ემუქრება.

„იცოდეთ ერთი თმის ღერი ლუკას, რომ ჩამოუვარდეს თმიდან. მე ვიქნები უკვე პასუხისმგებელი კანონის წინაშე, რომ დავიცვა ბავშვი.

ამ ბავშვს, რომ რამე ეწყინოს ან ეტკინოს ნიკა...

მოდი წერილებს დავწერ.

მოვალ შენ თუ გგონია ნატოსი ახლაც მეშინია ძაან ცდებით. მოვალ რამე თუ არ მომეწონება პასუხს ადგილზე გაგცემთ. ძაან მზრუნველი ბებიობა, რომ უნდა სადილი გააკეთოს სახლში.

ვინ არის რას წარმოადგენს მთელი დღე რა საქმე აქვს.

დაკავებულია სხვისი ლანძღვით, მარტო სხვაზე ბრალდებებით.

და ძაან პრეტენზიები აქვს ბებიობა უნდა. დაუნგრია თავის შვილიშვილს ოჯახი, დაამხო თავზე და ახლაც არ იქცევა ისე მიახლოვებულად, როგორც 10 პროცენტით მაინც შეუძლია მოექცეს შვილიშვილს.

უხ, როგორ ნერვები მეშლება, დედაშენს კბილებს ჩავულეწავდი, ბავშვი ჩაფსმული როგორ გამოატანა...“, - წერს ნეკა დოროყაშვილი ნიკა ბასილაშვილს.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით.

მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.

წყარო: პრაიმთაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×