დახურვა
სტილი
17.10.2022

15 ოქტომბერს ლელა წურწუმიას კონცერტი იყო, „მონო ჰოლში“. დიდი გამოხმაურება მომღერლის გამჭვირვალე კაბამ გამოიწვია, რომელის 12 000 სვაროვსკვის კრისტალებით იყო გაწყობილი. ბუნებრივია, არც რეზონანსმა დააგვიანა და არც კრიტიკამ.

„ასეთი კაბით მხოლოდ ქმრის წინ, საძინებელში თუ იპოზიორებს ქალი“;

„გვერდწითელს არ ჩაუცვამს ასეთი კაბა“;

„ლელა პლაჟზე ხომ არ ხარ?“

„კაბა სადაა? ჩიტმა წაიღო?“

„სად დაითვალეთ სვაროვსკის კრისტალები?“

მომღერლის ქმარი, პროდიუსერი კახა მამულაშვილი "პრაიმ ტაიმთან" ამბობს, რომ კომენტარებს აღარ კითხულობს...

"ასეთი გამოხმაურება რახან აქვს, ე.ი, კაბამ ეფექტი მოახდინა. ეს არის კრისტალებით გაწყობილი კაბა, სვაროვსკის მაღაზიაში იყიდება, 2 ათასი ცალია შეკვრაში, მე კი არ დამითვლია.

ეს არის ლელას დიზაინით შექმნილი კაბა, რომელიც სპეციალურად ამ კონცერტისთვის, ვიკა ვიდელნბერგმა შეკერა.

კომენტარებს აღარ ვკითხულობ, რა აზრი აქვს. მთავარია, სალაპარაკო გახდა. კრიტიკაში კიდევ, ჩვენ ხომ ბადალი არ გვყავს", - უთხრა "პრაიმტაიმს" მამულიჩამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×