დახურვა
სტილი
25.10.2022

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა, საკუთარი გადაცემის ეთერში არ გასვლის მიზეზებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საგანგებო პოსტს აქვეყნებს. ფარულავას განმარტებით, მათმა შემოქმედებითმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ თამო ვაშალომიძისა და ნეკა დოროყაშვილის დაპირისპირების გამო, გადაცემის გაშვება არამართებული იქნებოდა.

„პასუხი ყველას გუშინ არ გასული გადაცემის გამო : არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ცოტა ხნით გადავდეთ თამო ვაშალომიძეს გადაცემის გაშვება... თამოს და ნეკას დაპირისპირების ამბავი ახლა არ იქნებოდა სწორი და მართებული ... ფორმულა არ გახლავთ რეიტინგზე დაგეშებული არხი. ეს გადაცემა ახლო მომავალში გავა აუცილებლად. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ", - წერს ია ფარულავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×