დახურვა
სტილი
25.10.2022

"ნუთუ მართლა გჯერათ, რომ ქალის მთელი ცხოვრება ერთი მოძალადე კაცის გარშემო ტრიალია?" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ბაია პატარაია წერს.

პატარაია აღნიშნავს, რომ ქალის ცხოვრებაში მთავარი ადამიანი არის თვითონ ქალი და არა ქმარი, შვილი, ან წარმატებული სპორტსმენი.

"რა ფალოცენტრულია იმ ადამიანების აზროვნება, ვინც თვილის, რომ ლამაზმა, ახალგაზრდა, წარმატებულმა და შეძლებულმა ქალმა მეტი გასართობი ვერ ნახა ამ ცხოვრებაში და უბრალოდ ყოფილი ქმრის გამწარებას ცდილობს უშედეგოდ.

really?!

ამის იქეთ რანაირად ვერ მიდის თქვენი აზროვნება? ნუთუ მართლა გჯერათ, რომ ქალის მთელი ცხოვრება ერთი მოძალადე კაცის გარშემო ტრიალია?

ჯიზეზ!

სწორედ აქ მარხია ძაღლის თავი: როცა გგონიათ, რომ ლამაზ და წარმატებულ, სპორტსმენს უნდა ეთაყვანონ ქალები.

ვერ მოგართვით! :)))))))

ქალის ცხოვრებაში მთავარი ადამიანი არის თვითონ ქალი (და არა ქმარი, შვილი, ან წარმატებული სპორტსმენი).

შეეგუეთ!" - წერს ბაია პატარაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×