დახურვა
სტილი
31.10.2022

მსახიობი რუსკა მაყაშვილი, დედის თამარ მაყაშვილის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და დედის მსგავსად, ბოდიშს იხდის.

„დიახ, მეგობრებო, ყველა ვცდებით ! დიახ, მეგობრებო ბოდიშსაც ვიხდით.

ბოდიში არასდროს არის გვიან, ვინც დედაჩემს იცნობს ის ადამიანები მიხვდნენ ამ უწყინარ, უბოროტო ხუმრობას თუმცა კი ბოდიში აუცილებლად მოსახდელი იყო და მოვიხადეთ! დიახ, მეგობრებო ყველა ბავშვი გადასარევი და უნიკალურია! მიიღეთ ბოდიში“, – წერს რუსკა მაყაშვილი.

ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში მსახიობმა თამარ მაყაშვილმა თქვა, რომ არავისთვის სურდა შეურაცხყოფის მიყენება და პატიებაც ითხოვა. თავად ტელეკომპანია „იმედი“, შექმნილი უხერხულობის გამო, წუხილს გამოთქვამს და ადასტურებს პატივისცემას იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც რესპონდენტის მიერ ეთერში ნათქვამი შეურაცხყოფად მიიღეს.

რაც შეეხება უშუალოდ გაკეთებული განცხადების შინაარსს, თამარ მაყაშვილმა თქვა:

„არასდროს ვაცმევდი ამათ სულელურ კაბებს და იმ დღეს გავიხედე, კატო არ აცვია ხულელი ბავშვივით რაღაც საშინელი ბეშუმური კაბა“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×